26 მაისის კვირეული დაიწყო
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული დაიწყო. სპორტულ აღლუმში მონაწილეობდა N 1 საჯარო სკოლისა და ა.ი.პ. სასპორტო სკოლის მოსწავლეები. ცენტრალურ მოედანზე კარატისა და ჭიდაობის წრის მოსწავლეებმა მოაწყვეს საჩვენებელი გამოსვლები, ა.ი.პ. სამხატვრო სკოლის მოსწავლეებმა ასფალტზე ფერადი ცარცებით შექმნეს საინტერესო ნამუშევრები საქართველოს თემაზე, მხარეთნცოდნეობის მუზეუმის წინ მოეწყო სპორტული ცეკვები.
სპორტული აღლუმი მოსწავლეთა ლამაზი მსვლელობითა და ომახიანი შეძახილებით დასრულდა.
26 მაისის კვირეული იწყება
საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი
ღონისძიებების კვირეული
20 მაისი- ორშაბათი
12 : 00 სთ. სპორტული აღლუმი მოსწავლეთა მონაწილეობით.
მსვლელობა ფეხით, ველოსიპედებით.
(საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან - „სოკარის“ ბენზინგასამართ სადგურამდე).
ცენტრალურ მოედანზე შესვენება 15 წუთით, სადაც პარალელურ რეჟიმში გაიმართება ჭიდაობის წრის , კიოკუშინკაი კარატის წრის მოსწავლეების საჩვენებელი საბრძოლო ილეთების ჩვენება; N1 საჯარო სკოლის სკოლის მოსწავლეების დადგმული სპორტული ცეკვა , ა.ი.პ. სამხატვრო სკოლის მოსწავლეები ასფალტზე შეასრულებენ ნახატებს ფერადი ცარცებით - საქართველოს თემაზე.
21 მაისი- სამშაბათი
14:00 სთ. „მხიარული სტარტები“ საჯარო სკოლებს შორის ( სპორტდარბაზი).
15:00 სთ. ა.ი.პ. მოსწავლე -ახალგაზრდობის სახლის დარბაზში ღონისძიება-
„მე ქართველი ვარ“
22 მაისი-ოთხშაბათი
14:00 სთ. შუაამაღლების ბიბლიოთეკისა და შუაამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეების ინტეგრირებული ღონისძიება - საქართველოს თემაზე.
23 მაისი-ხუთშაბათი
16: 00 სთ. მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ნაკრები გუნდის იუმორისტული პროგრამა კინოთეატრ „გურიაში“.
24 მაისი-პარასკევი
16:00 სთ. საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღია კონცერტი ა.ი.პ. სამუსიკო სკოლის დარბაზში (მოსწავლეთა და პედაგოგთა მონაწილეობით)
25 მაისი-შაბათი
13:00 სთ. N1 საჯარო სკოლის ეზოში გმირთა სახელობის ვარსკვლავის გახსნა.
15:00 სთ. ,,მხიარული სტარტები“-ს ნახევარფინალი( სპორტდარბაზი).
26 მაისი-კვირა
11:00 სთ. ნოე რამიშვილის ბიუსტის ყვავილებით შემკობა.
11:00 სთ. „მხიარული სტარტები“-ს საფინალო შეხვედრა და დაჯილდოება
(სპორტდარბაზი).
12:00 სთ. სპორტული ღონისძიებები: მკლავჭიდი, ჭიდაობა, ბაგირის გადაწევა,
ლელო. დოღი.(ა.ი.პ.სპორტის ცენტრის და სასპორტო სკოლის ორგანიზებით)
(ბ.პაიჭაძის სახელობის ცენტრალური სტადიონი.)
14:00 სთ. კვირეულის საფინალო კონცერტი.
ა.ი.პ. კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული და საესტრადო ანსამბლების მონაწილეობით.
ეზოში მოეწყობა რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.
( ბ.პაიჭაძის სახელობის ცენტრალური სტადიონი.)
საერთაშორისო ტურისტული გამოფენა
11 მაისი, ქალაქ ბათუმში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა წარმოადგინა გამგეობის კულტურის სამსახურის მიერ შექმნილი ჩოხატაურის ტურისტული ბუკლეტის პრეზენტაცია და ტურისტული კომპანია ,,გურია ტურის" მარშუტების - ჯაჯის ტბა , ბახმარო, უდაბნო , ქორ შევარდენით ნადირობა-პრეზენტაცია.
ამ შეხვედრაზე დაიგეგმა ამ მარშუტზე პრესტურის ჩატარება ქართველი და უცხოელი ტელეკომპანიების მონაწილეობით.
,,ქრისტე აღსდგა"
10 მაისს საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე ა.ი.პ. კულტურის ცენტრის ორგანიზებით მოეწყო სააღდგომო ღონისძიება „ქრისტე აღსდგა“, სადაც საჯარო სკოლებმა და სხვადასხვა ა.ი.პ.ორგანიზაციებმა წარმოადგინეს სააღდგომო კუთხეები.ნომინაციებში გამოვლენილები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და საჩუქრებით.
2013 წლის 9 მაისი
დიდი სამამულო ომის გამარჯვებიდან 68-ე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება ჩატარდა მუნიციპალიტეტის მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში. ომის მონაწილეებთან შეხვედრა 9 მაისის მემორიალთან გმირების საფლავების ყვავილებით შემკობით დაიწყო.
ღონისძიებაზე უხუცესებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს სამამულო ომის შემზარავი ისტორიები.
ტურნირი რაგბში
29 აპრილს. ა.ი.პ. სასპორტო სკოლის ორგანიზებით ბ. პაიჭაძის სახ. ცენტრალურ მოედანზე ჩატარდა ჩოხატაურელი მორაგბის ავთანდილ („ღონე“) გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი რაგბში, რაშიც მონაწილეობდა დასავლეთ საქართველოს 12 ბავშვთა გუნდი. ჩოხატაურის გუნდს „ღონეს“ გადაეცა გამარჯვებისთვის თასი, მონაწილე გუნდებს -საპატიო სიგელები.
ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში
2013 წლის 20 აპრილს, ა.ი.პ. სასპორტო სკოლის ორგანიზებით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტდარბაზში ჩატარდა რაიონში ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდების, ხვიჩა ცინცაბაძისა და ზურაბ ბიბინეიშვილის, ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში, რომელშიც მონაწილეობდა 12 ტერიტორიული ერთეულის გუნდი, სულ 170 მონაწილე.
სასპორტო სკოლის მოსწავლეებმა სხვადასხვა წონით კატეგორიაში მიიღეს 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი.
ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში დაიწყო
2013 წლის 16 აპრილს,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველობაზე, დაიწყო ჩემპიონატი მაგიდის ჩოგბურთში, სადაც 6 ორგანიზაციის და 11 ტერიტორიული ერთეულის 80 წარმომადგენელი ღებულობს მონაწილეობას.
15 აპრილი სიყვარულის დღეა
15 აპრილს,სოფელ ამაღლებაში,სიყვარულის დღეს მიეძღვნა ლამაზი ღონისძიება ამაღლების საჯარო სკოლის მოსწავლეთა და ამავე სოფლის ბიბლიოთეკის თანამშრომელთა ორგანიზებით.
13 აპრილი ინტელექტის დღეა
2013 წლის 13 აპრილს,როგორც მთელ საქართველოში, ასევე ჩოხატაურში,საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა ინტელექტუალური თამაში ,,რა,სად,როდის!',რომელშიც მონაწილეობდა 14 საჯარო და 1 სამრევლო სკოლის გუნდი.
გამარჯვებულ სამრევლო სკოლის გუნდს ვულოცავთ ამ წარმატებას და ვუსურვებთ გამარჯვებას ფინალურ თამაშში, რომელიც გაიმართება 11 მაისს, ქალაქ თბილისში.
განცხადება წლიური ანგარიშის განხილვის შესახებ
2013 წლის 17 აპრილს, დილის 12 საათზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, მოეწყობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის პროექტის საჯარო განხილვა.
მუნიციპალიტეტის საკრებულო
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში
მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების დამტკიცებული გეგმა შეადგენდა 819.2 ათას ლარს, შემოსულობების კი ფინანსური დახმარების ჩათვლით 3.269.2 ათას ლარს. წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებით ადგილობრივი ბიუჯეტი დაზუსტდა რვაჯერ და შეადგინა 5.822.3 ათასი ლარი ათასი ლარი, ფაქტიურად შემოსულობების გეგმა საერთო მოცულობაში შესრულებულია 5.840.0 ათასი ლარით ანუ 100.3%-ით, მათ შორის: გადასახადები 362.0 ათასი ლარის ნაცვლად შემოსულია 365.3 ათასი ლარი ანუ 3.3 ათასი ლარით მეტი, სხვა შემოსავლები 632.7 ათასი ლარია შემოსული 619.5 ათასი ლარის ნაცვლად, ანუ 13,2 ათასი ლარით მეტი.
Read more: ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში
9 აპრილს დაგეგმილი ღონისძიებები
12 სთ-ზე - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 9 პრილის სახელობის სკვერში დეკანოზი თომა სიხარულიძე ჩაატარებს 9 აპრილს დაღუპულ სულთა მოსახსენიებელ მცირე პანაშვიდს.
12.30 სთ-ზე ყვავილებით შევამკობთ ნატო გიორგაძის საფლავს.
13.00 სთ-ზე- დაიწყება 9 აპრილს დაღუპული ნატო გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი - ბალახის ჰოკეიში. ერთმანეთს შეხვდებიან ჩოხატაურის, ქუთაისის, ლანჩხუთის და აბაშის გოგონათა გუნდები. (გამგეობის გვერდით მდებარე ხელოვნურსაფარიან მოედანზე)
16.00 სთ-ზე ბ.პაიჭაძის სახ. ცენტრალურ სტადიონზე ჩატარდება ფეხბურთი ჩოხატაურის „ბახმარო"-ს და ქობულეთის „შუქურა"-ს გუნდებს შორის.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა.
2013 წლის 9 აპრილი
2013 წლის 9 აპრილს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 9 აპრილის სახელობის პარკში, დეკანოზი თომა სიხარულიძე გადაიხდის მცირე პანაშვიდს დაღუპულთა სულების მოსახსენიებლად. ასევე , ტრადიციულად, ჩატარდება 9 აპრილს დაღუპული ნატო გიორგაძის სახელობის ხსოვნის ტურნირი ბალახის ჰოკეიში, რომელიც გაიმართება ხელოვნურსაფარიან მოედანზე გამგეობის გვერდით.
ჩემპიონატი დასრულდა
დასრულდა ბილიარდის ჩემპიონატი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პირველობაზე. I და II ადგილზე გასულ პრიზიორებს - კახა ძმანაშვილსა და მიხო ყაჭეიშვილს ვულოცავთ გამარჯვებას.
წიგნის დღე
2 აპრილი ,ბავშვთა წიგნის დღე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მთავარ ბიბლიოთეკაში #1 საჯარო სკოლის მეორე კლასელების ლამაზი ღონისძიებით აღინიშნა.
სასოფლო-სამეურნეო ბარათები
28 მარტიდან,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დაიწყო სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება,რომელსაც უზრუნველყოფს სოფლის რწმუნებულები.პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა დამატებით სიებზე საინფორმაციო ბაზების სრულყოფის მიზნით, რათა არ დარჩეს არცერთი მიწის მესაკუთრე ამ ბარათის გარეშე.
სოფლის მხარდამჭერი პროგრამა
2013 წლის სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს შეხვედრები სოფლის მოსახლეობასთან. სოფლის კრებებზე მოსახლეობა თავად ირჩევს იმ პრობლემის მოგვარებას, რაც ყველაზე მეტად აწუხებს აღნიშნულ სოფელს.ძირითად პრობლემად სოფლის შიდა გზები,გარე განათება,წყლით უზრუნველყოფა რჩება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტზე ამ პროგრამის ფარგლებში გამოყოფილია 636,664 ლარი,რომელიც გადანაწილებულია 59 სოფელზე. დეტალები შეგიძლიათ იხილოთ აქ
მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.
ბილიარდის ჩემპიონატი
26 მარტიდან,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, ბილიარდის მოყვარულებს გეძლევათ შანსი მიიღოთ მონაწილეობა ბილიარდის ჩემპიონატში - მუნიციპალიტეტის პირველობაზე.
კენჭისყრა ჩატარდება 25 მარტს, 11 საათზე, ა.ი.პ.სპორტის ცენტრში.
ჯვარცხმის ბიბლიოთეკა გაიხსნა
21 მარტს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის ბატონი თამაზ ჯინჭარაძის მხარდაჭერითა და სოფელ ჯვარცხმის სკოლის მოსწავლეებისა და პედაგოგების ინიციატივით გაიხსნა და ფუნქციონირება განაახლა სოფლის ბიბლიოთეკამ.
წიგნის სიყვარულს და წარმატებებს ვუსურვებთ ამ აქტიური სკოლის მოსწავლეებს.
,,ჩვენთან ისევ გაზაფხულია"...
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კინოთეატრ ,,გურია"-ში ა.ი.პ.კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა სარვამარტო ღონისძიება ,,ჩვენთან ისევ გაზაფხულია.."საღამოზე მოწვეულმა მანდილოსანთა დიდმა მეხოტბემ, გივი სიხარულიძემ, ქალთა დღე სრულიად საქართველოს მანდილოსნებს ჩოხატაურიდან მიულოცა.
ოკუპაციის კვირეული
20 თებერვალს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში იწყება 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეული.
20 თებერვალს, 11 საათზე, სოფელ სამებაში, დეკანოზი გიორგი ბურჭულაძე გადაიხდის ჩოხატაურელი იუნკერების მაკარ ბურჭულაძის, აკაკი და გედეონ ხუნდაძეების სულის მოსახსენიებელ პანაშვიდს-მ. ბურჭულაძის სფლავზე.
12 საათზე, სპორტდარბაზში, ა.ი.პ. სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით დაიწყება იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფუტზაალში(დარბაზის ფეხბურთი), სადაც მონაწილეობას მიიღებს 14 გუნდი. 25 თებერვალს, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი კვირეული დამთავრდება საფინალო შეხვედრით და გამარჯვებული გუნდების დაჯილდოვებით.
ფუტზაალის ტურნირის 20 თებერვილის განრიგი:
1) ა.ი.პ. კულტურის ცენტრი-ენერგო პრო ჯორჯია-12:00სთ
2) დაბა ჩოხატაური-სოფ. ქვენობანი-13:00სთ
3) სოფ.გორაბერეჟოული-სოფ. ბუკისციხე-14:00სთ
4) სოფ. შუა ამაღლება-სოფ. გოგოლესუბანი-15:00სთ.
5) ჩოხ. მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის ნაკრები-სოფ. ამაღლება-16:00სთ
6) შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩოხატაურის რაიონული სამმართველო-სოფ.ხიდისთავი-17:00სთ
7) სოფ. კოხნარი-სოფ. ვან-ზომლეთი-18:00სთ
განცხადება
2013 წლის 21 თებერვალს, 12 საათზე ,მუნიციპალიტეტის გამგეობის დარბაზში ჩატარდება საკრებულოს სხდომა.
სხდომის დღის წესრიგი
1. ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ”– ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის #1 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: თეა უჯმაჯურიძე
2. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფო და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო–სამეურნეო დანიშნულების მიწის ნორმატიული ფასის დადგენის შესახებ.
მომხსენებელი: მალხაზი დოლიძე
3. ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”– ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის #3 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: დავით ჯინჭარაძე
4. ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურისა და საინვესტიციო გარემოს განვითარების სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”– ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის #5 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: გიორგი ბოლქვაძე
5. ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოციალურ საკითხთა სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის N7 დადგენილებაში ცვლელების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: ივანე ცინცაძე
6. ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ”– ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის #9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: გია გიორგაძე
7. ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ – ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 აპრილის N21 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: მალხაზ დოლიძე
8. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ.
მომხსენებელი: თეა უჯმაჯურიძე
9. „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა, საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებისა და თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 დეკემბრის N50 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.
მომხსენებელი: თამაზ ურიდია
10. ,,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საჯარო მოსამსახურეთა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოების საჯარო მოხელეების თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 24 დეკემბრის N51 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ.
მომხსენებელი: თეა უჯმაჯურიძე
11. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 11 იანვრის №14 დადგენილებაში – „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურების წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე.
მომხსენებელი: თამაზ ურიდია
,,კალანდა"
15 იანვარს,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით,კინოს სახლში,გაიმართა კიდევ ერთი ლამაზი საახალწლო ღონისძიება.საღამო დალოცა დეკანოზმა თომამ.ამ შესანიშნავ კონცერტში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრის უკლებლივ ყველა ანსამბლი და ვოკალისტი,საკალანდო ინსცენირებით წარსდგნენ მსახიობები.
გამოვლინდნენ წლის საუკეთესო პროფესიონალები სხვადასხვა დარგში: წლის დამსახურებული კულტურის მუშაკები - დოდო მამალაძე,ლეილა კოტრიკაძე,კულტურის ცენტრის რჩეული - ოთარ ცინცაძე,წლის საუკეთესო ექიმები - ნინო კუტუბიძე და თამილა გაგუა,საუკეთესო სკოლის დირექტორი - მალვინა ოსეფაიშვილი,სპორტსმენები - მოჭადრაკეები ზეინაბ ხვედელიძე და გივი ქორიძე,ღვაწლმოსილი ადამიანები - სულიკო ვაშალომიძე,სოსო ცინცაძე,რევაზ თედორაძე,უხუცესი ხელოვანი და ხელმძღვანელი - ვარდო თოდრია,წლის საუკეთესო სამართალდამცველი - გიორგი ტუნაძე,წლის საუკეთესო აღმზრდელი - თინათინ ცხომელიძე,ბიზნესმენი - ,,წყალი მარგებელი"-ს დირექტორი, ლევან გოგოლაძე,მომღერალი - ვიოლეტა მგალობლიშვილი,საუკეთესო ფინანსისტი - ზურაბ შათირიშვილი,სოფლის მეურნეობის მუშაკი - თემურ გუდავაძე,წლის საუკეთესო მშენებელი - გურამ ჯიბლაძე. გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები.
ღონისძიების მსველელობისას ჩატარდა გათამაშება,სადაც სამი პრიზი - დივიდი,უთო და ელექტროჩაიდანი გათამაშდა.
საღამოს დასასრულს,მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა,თემურ ჭკუასელმა, კალანდა მიულოცა შეკრებილ საზოგადოებას და დიდი მადლობა გადაუხადა კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობას ასეთი ლამაზი ღონისძიებისათვის.
შემოაბიჯებს ახალი წელი!
2012 წლის 31 დეკემბერს,22:00 საათზე,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ცენტრალურ მოედანზე,საახალწლო ნაძვის ხესთან,გაიმართება საახალწლო კონცერტი - ღია ცის ქვეშ. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ კულტურის ცენტრთან არსებული ქორეოგრაფიული და საესტრადო ანსამბლები, აგრეთვე სამუსიკო და საჯარო სკოლების მოსწავლეები.
კონცერტი დასრულდება ულამაზესი ფეიერვერკებით.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო გილოცავთ შობა-ახალ წელს!
XXI საუკუნის მეცამეტე წელი სიხარულის,ბედნიერების და წარმატებების მომტანი ყოფილიყოს სრულიად საქართველოსთვის.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგამრავლოთ, ამინ!
საახალწლო კონცერტი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამუსიკო სკოლა გილოცავთ შობა-ახალ წელს და 27 დეკემბერს,15 საათზე, გიწვევთ საახალწლო კონცერტზე.
ნიკოლოზობა
19 დეკემბერს,წმიდა ნიკოლოზის ბრწყინვალე დღესასწაულს მიეძღვნა მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა,რომელიც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამხატვრო სკოლაში ჩატარდა.
მრავალ ნიკოლოზობას დაესწარით!
ბარბარობა
17 დეკემბერს,ბარბარობას,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მუსიკალური სკოლის დარბაზში ჩატარდა ინტეგრირებული კონცერტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების თანამონაწილეობით.მოწვეული პატარა სტუმრები სამუსიკო სკოლის პედაგოგებმა და მოსწავლეებმა სამახსოვრო საჩუქრებით დააჯილდოვეს.
დღემ მეტად ამაღელვებლად და ლამაზად ჩაიარა.
წმიდა ბარბარე ფარავდეს ჩვენს შვილებს!
გიორგობა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა გილოცავთ გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულს
დღესასწაულისადმი მიძღვნილი ღონისძიებათა პროგრამა:
09:00 სთ - სადღესასწაულო წირვა
12:00 სთ - ბ.პაიჭაძის სახ. ცენტრალური სტადიონი
სპორტული ღონისძიებები
დოღი
ღონისძიებებს ორგანიზაციას გაუწევს ა.ი.პ. სპორტის ცენტრი
14:00 სთ - კინოთეატრი ,,გურია"
ღია კონცერტი ა.ი.პ.კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლების მონაწილეობით.
კონცერტამდე ფოიეში მოეწყობა ა.ი.პ. სამხატვრო სკოლის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტი
წარმოგიდგენთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის პროექტს
ბაზიერობა
29 ოქტომბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა. ი. პ. სპორტის განვითარების ცენტრის ორგანიზებით ბ. პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ მოედანზე გაიმართა მუნიციპალიტეტის პირველობა ბაზიერობაში. შერჩეული 19 მონაწილე, ნოემბრის თვეში მონაწილეობას მიიღებს ქ. თბილისში საქართველოს ჩემპიონატზე.
მანსაკანი
26 ოქტომბერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა. ი. პ. კულტურის ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა მხიარულთა და საზრიანთა კლუბის შემოდგომის სეზონის ნახევარფინალი საჯარო სკოლებს შორის, კინოთეატრ „გურია“-ში. მონაწილე 5 საჯარო სკოლიდან ფინალში ერთმანეთს შეხვდებიან შუაამაღლების, გუთურისა და N1 საჯარო სკოლები.
ანა კალანდაძის სახელობის სკვერის გახსნა
2012 წლის 29 სექტემბერს, 19:30–ზე დაბა ჩოხატაურიში გაიხსნება ანა კალანდაძის სახელობის სკვერი და გაიმართება ეთნო–ჯაზ–ბენდი "გურული ბიჭები"–ს სოლო კონცერტი.
ახალი საბავშვო ბაღი
დღეს, 28 სექტემბერს, საჭამიასერის თემში ახალი საბავშვო ბაღი გაიხსნა.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბატონმა ანტონ სიხარულიძემ მიულოცა აღმზრდელებს, ბავშვებსა და მშობლებს ახალი სააღმზრდელო დაწესებულება. ჩოხატაურისათვის ეს რიგით მე–14 საბავშვო ბაღია.
27 სექტემბერი-აფხაზეთის დაცემის დღე
ხვალ, 27 სექტემბერს, 11:00 საათზე, წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის დეკანოზი თომა სიხარულიძე "9 აპრილის პარკში" ჩაატარებს აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ პანაშვიდს.
ჩოხატაურიდან აფხაზეთის ომში გმირულად დაიღუპნენ:
- გია სიხარულიძე - დაბა
- მამუკა კალანდაძე - სოფ. გუთური
- ზაზა ცინცაძე - სოფ. გუთური
- გელა ბელაუსოვი - სოფ. გორაბერეჟოული
- ზურაბ კიკვაძე - სოფ. წიფნარი
- ლექსო ბერაძე - სოფ. ქვენობანი (საფლავი უცნობია)
- ნუგზარ კიკვაძე - სოფ. ფარცხმა (საფლავი უცნობია)
- გოჩა ონიანი - დაბა (საფლავი უცნობია)
- გელა უნგიაძე - სოფ. ჩაისუბანი
- გურამი უჯმაჯურიძე - სოფ. ბასილეთი
რეგიონალური პირველობა ჭადრაკში
2012 წ. 25 სექტემბერს, ქალაქ ლანჩხუთში ჩატარდა რეგონალური პირველობა ჭადრაკში (შვეიცარული სისტემით ინდივიდუალური პირველობა). ჩოხატაურიდან შეჯიბრში მონაწილეობდა 10 მოჭადრაკე, რომელთა შორის ზეინაბ ხვედელიძემ გახდა I საპრიზო ადგილის, ხოლო გივი ქორიძე - IV საპრიზო ადგილის მფლობელი.
ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გამარჯვებულები დააჯილდოვა ფულადი პრიზებით, თასებით და საპატიო სიგელებით.
პირველობა მკლავჭიდში
2012 წ. 24 სექტემბერს, საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციამ ქალაქ ოზურგეთში ჩაატარა რეგიონალური პირველობა მკლავჭიდში, 5 წონით კატეგორიაში. გუნდურ შეჯიბრში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გუნდმა დაიკავა II საპრიზო ადგილი.
პრეზიდენტის საჩუქარი მოსწავლეებს
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს რამდენიმე სოფლის 10 მოსწავლეს, საქართველოს პრეზიდენტმა მათივე წერილების საფუძველზე საჩუქრად ლეპტოპები გამოუგზავნა.
დღეს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილის მოვალეობის შემსრულებელმა ბატონმა გია გიორგაძემ ეს საჩუქრები და სამახსოვრო სიგელები მოსწავლეებს გადასცა.
ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში
დღეს, 20 სექტემბერს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ეგიდით ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა გურიის რეგიონალური ჩემპიონატი ქართულ ჭიდაობაში. ჩოხატაურის მოჭიდავეთა გუნდმა მოიპოვა II საპრიზო ადგილი და დაჯილდოვდა ფულადი პრიზით.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი მინიფეხბურთში
ა/წლის 23-31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ეგიდით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მინიფეხბურთის სტადიონზე მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი მინიფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობდა 18 გუნდი.
I ადგილი დაიკავა სოფ. კოხნარის გუნდმა, II ადგილი - სოფ. დაბლაციხის გუნდმა, III ადგილი - დაბის გუნდმა.
დღეს, 31 აგვისტოს 16:00 საათზე გაიმართება მინიფეხბურთის ჩემპიონატის დახურვა და გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება.
გურიის რეგიონალურ ჩემპიონატში გამარჯვებისათვის იბრძოლებს სოფ. კოხნარის გუნდი, რომელიც ჩატარდება 11-12 სექტემბერს ქალაქ ლანჩხუთში.
პრეზიდენტი ფერისცვალების დღესასწაულზე
წლევანდელი ფერისცვალების დღესასწაული განსაკუთრებული იყო გურიისათვის, კურორტ ბახმაროს სტუმრობდა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც გახსნა ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტები - სასტუმრო, კინოთეატრი, ამბულატორია. გახსნის ცერემონიალის შემდეგ კი ტრადიციულ დოღს დაესწრო. შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ცხენოსნები იღებდნენ მონაწილეობას. ფერისცვალების დღეს აგრეთვე გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, სპორტული ღონისძიებები თავისუფალ ჭიდაობაში, მკლავჭიდში, ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში -“ხრიდოლი“, ძველი ქართული თამაშები, რომელშიც დამსვენებლებიც იყვნენ ჩართულნი. დღის ბოლოს ჩატარდა დასკვნითი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები, აგრეთვე ანსამბლი „ზუმბა“.
ომში გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი
ხვალ, 8 აგვისტოს, 11 საათზე, 9 აპრილის სკვერში გაიმართება 2008 წლის აგვისტოს ომში გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი.
პანაშვიდს გადაიხდის დეკანოზი თომა სიხარულიძე.
ნოდარ დუმბაძისა და ანა კალანდაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია
ამჟამად, დაბაში მიმდინარეობს ნოდარ დუმბაძისა და ანა კალანდაძის სახელობის სკვერის რეაბილიტაცია. უახლოეს მომავალში, ჩოხატაურის მაცხოვრებლებსა და დამსვენებლებს საშუალება ექნებათ კეთილმოწყობილ გარემოში დაისვენონ.
ღონისძიებები
ოთხშაბათს, 1 აგვისტოს, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში და მათ შორის ჩოხატაურში, ტარდება მარათონი 2 კმ-იან დისტანციაზე სირბილში, რომელიც სტარტს აიღებს იოაკიმე და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან, დასაწყისი 11:00 საათზე.
აგრეთვე, ხვალ, სოფელ ამაღლებაში გაიმართება ღია კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები: „ნართი“, „მანდილი“, „ბიჭების ტრიო“, „ჯინსების თაობა“ და საოპერო მომღერალი ირმა ბერძენიშვილი. დასაწყისი 20:00 საათზე.
ხუთშაბათს, 2 აგვისტოს, სამხატვრო სკოლაში მოეწყობა ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, ნათია მეფარიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. დასაწყისი 16:00 საათზე.
ღია კონცერტები
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები საკუთარი შემოქმედების გაცნობა - პოპულარიზაციის მიზნით ზაფხულის განმავლობაში მუნიციპალიტეტის სხვადასხვა სოფლებში ჩაატარებენ ღია კონცერტებს ადგილობრივი მოსახლეობისა და დამსვენებლებისათვის.
პირველი კონცერტი ჩატარდა დღეს, 27 ივლისს, სოფელ გოგოლესუბანში, რეაბილიტირებულ დარბაზში. კონცერტში მონაწილეობას ღებულობდნენ:
- ხალხურ საკრავიერთა ანსამბლი "ნართი"
- ეთნოჯაზბენდი "გურული ბიჭები"
- გოგონათა ანსამბლი "ჯინსების თაობა"
- სოპრანო ირმა ბერძენიშვილი
"არტ–გენი 2012" დასკვნითი ეტაპი
ფესტივალი "არტ–გენი 2012" დასკვნით ეტაპზე თბილისში ჩოხატაურიდან მიწვეულნი იყვნენ ანსამბლი "ნართი", "გურია", "მანდილი" და "გურული ბიჭები", თითოეულმა მონაწილემ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.
აღსანიშნავია, რომ მომდევნო დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელის დილის საინფორმაციო გამოშვებაში არტ – გენის ორგანიზატორებმა ჩოხატაურელი მონაწილეების მიმართ განსაკუთრებული სიმპათია გამოხატეს, "გურული ბიჭები" კი ფესტივალის აღმოჩენად დაასახელეს. აღნიშნეს, რომ მიუსედავად იმისა ანსამბლი სულ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, მან შეძლო მაყრებლის დაინტერესება თავისი ხელწერით, მაღალი პროფესიული შესრულებით, გემოვნებიანი მუსიკით, აქვე გამოთქვეს გულისტკივილი, რომ ამსამბლს არ ჰყავს დრამერი. არტ–გენის ორგანიზატორმა სოლომონ გოგაშვილმა ურჩია კიდეც დამწყებ დრამერებს, რომ ჩავიდნენ ჩოხატაურში, იგრძნონ ნამდვილი ქართული სული და მიიღონ საერთაშორისო აღიარება.
სტუდენტთა საზაფხულო დასაქმება
საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული საზაფხულო დასაქმების პროგრამა “Summer Job”-ის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი, ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველოს სხავადასხვა რეგიონის 80-ზე მეტ ქალაქში 1800-ზე მეტ სტუდენტს დაასაქმებს თვითმმართველობის სამსახურებში და მათი ხელფასი შეადგენს 500 ლარს. პროგრამა გაგრძელდება ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე.
შეხვედრები მოსახლეობასთან
17/07/2012წ. მუნიციპალიტეტის გამგებელი სოფლებისა და დაბის მოსახლეობასთან შეხვედრებს განაგრძობს.
დასრულებული პროექტები
სოფლის პროგრამა 2012-ის ფარგლებში განსახორციელებელი
პროექტებიდან დასრულდა შემდეგი პროექტები:
შუაფარცხმა - აშენდა ახალი წისქვილი
ზემოფარცხმა - მოეწყო გარე განათება
გოგოლესუბანი -აშენდა სარიტუალო დარბაზი
შუაამაღლება - მოეწყო გარე განათება და შეკეთდა წყალსადენი
შუასურები - განხორციელდა აგაშის ხიდის რეაბილიტაცია
ნოდარ დუმბაძის იუბილე
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სამუზეუმო გაერთიანება და კულტურის ცენტრი 2012 წლის 14 ივლისს 13:00საათზე, გიწვევთ ნოდარ დუმბაძის იუბილესადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სოფელ ზენობანში, მწერლის სახლ-მუზეუმში.
"Art-გენი 2012"
10 ივლისს ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულის ტყე-პარკში, ერისთავების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა ფესტივალი "Art-გენი 2012"-ის გურიის რეგიონალური ნაწილი.
ფესტივალის ორგანიზატორია "კავშირი არტ-გენი", რეგიონალური პარტნიორი კი - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.