ა(ა)იპ კულტურის ცენტრი

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრი დაფუძნდა 2007 წლის მაისის თვეში. ,,კულტურის ცენტრის“ ძირითად მიზნებს წარმოადგენს მუნიციპალიტეტის მოსახლეობის კულტურულ-საგანმანათლებლო და შემეცნებითი მოღვაწეობის ხელშეწყობა, მათი დასვენების უზრუნველყოფა. ხალხური ხელოვნების ყველა დარგის განვითარების ხელშეწყობა, ნიმუშის მოძიება-აღრიცხვა, ხალხური რეწვის (ხელოსნობის) მივიწყებული ტრადიციული დარგების აღორძინება და პოპულარიზაცია. ხალხური მთქმელების, ნიჭიერი, ინდივიდუალური შემსრულებლების და შემოქმედებითი კოლექტივების საქმიანობის ხელშეწყობა. სამუსიკო, ქორეოგრაფიული და ზეპირსიტყვიერი ფოლკლორის ნიმუშების შეგროვების, შესწავლისა და პოპულარიზაციისათვის ობიექტური პირობების შექმნა, ეროვნული ტრადიციების, წეს-ჩვეულებებისა და თამაშობების ფიქსაცია, პოპულარიზაცია სხვადასხვა მიმართულებების მოყვარულთა გაერთიანებებისა და სხვა საკლუბო ფორმირებების ჩამოყალიბების და შემოქმედებითი საქმიანობის უზრუნველყოფა. გართობა და დასვენებისათვის სათანადო ბაზის შექმნა, არსებული პირობებიდან და შესაძლებლობებიდან გამომდინარე მომსახურების ზონის (მოიცავს მთელ მუნიციპალიტეტს) მცხოვრებთა მოთხოვნილებებისა და ინტერესების მაქსიმალური გათვალისწინება, როგორც ადგილზე, ასევე გასვლითი ღონისძიებებით.
კულტურის ცენტრში მიზანშეწონილია სხვადასხვა სახის მოყვარულთა გაერთიანებების, სახელოსნოების, მომსახურების ცენტრის, აუდიო-ვიდეო, ფოტოლაბორატორიის, კაფე-სალონის საინტერესო შეხვედრათა, ახალგაზრდა ინტელექტთა და სხვა შემეცნებითი გასართობი კლუბების, მუნიციპალიტეტის კულტურული ცხოვრების ამსახველი მუზეუმის შექმნა.
კულტურის ცენტრში ფუნქციონირებს შემდეგი ანსამბლები: ფოლკლორული ანსამბლი ,,გურია“, მომღერალ-მგალობელთა გუნდი ,,ამაღლება“, ქალთა ფოლკლორული ანსამბლი ,,მანდილი“, ვარდო თოდრიას სახელობის ანსამბლი ,,ნართი“, ქართული ტრადიციული მუსიკის სკოლა, საესტრადო ჯგუფი ,,ჯინსების თაობა“, ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი ,,უდაბნო“. ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლები: ,,ფერხული“, ,,ილეკრო“, ,,როკვა“. ვოკალისტები: ავთანდილ ბაბულეიშვილი, სოფიო გიორგაძე, ნოდარ ცინცაძე. ქვაბღის, ზოტის, შუა ამაღლების კლუბები, სახალხო თეატრი და ხელოვნების სასახლე. ასევე ამ წლების განმავლობაში ფუნქციონირებდა ვლ. ბერძენიშვილის სახელობის სალოტბარო სკოლა, ვოკალური ტრიო, ეთნო ჯაზ-ბენდი ,,გურული ბიჭები“, როკ-ჯგუფი: GURIAN NICE KIDS” და მხიარულთა და საზრიანთა კლუბი.

facebook გვერდი: https://ka-ge.facebook.com/ჩოხატაურის-მუნიციპალიტეტის-კულტურის-ცენტრი-218216304908508/

ელ. ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

ხელოვნების სასახლე

ანსამბლები

სახალხო თეატრი

ცნობილი სტუმრები

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG