ა(ა)იპ ,,მომავალი“

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდული პირი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება „მომავალი“ დაფუძნდა 2007 წელს. დაწესებულების მიზანია ბავშვთა ჰარმონიული განვითარება და სკოლისათვის მომზადება. საბავშვო ბაღები ახორციელებს სკოლამდელი ასაკის ბავშვთა საგანმანათლებლო-სააღმზრდელო პროგრამებს სასკოლო ასაკის მიღწევამდე, ხოლო საბავშვო ბაგა-ბაღი ერთდროულად ასრულებს ადრეული და სკოლამდელი ასაკის ბავშვთა სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამებს. სკოლამდელი საგანმანათლებლო-სააღმზრდელო დაწესებულება „მომავალი“-ს სტრუქტურული ერთეულებია: ჩოხატაურის #1 საბავშვო ბაღი, ჩოხატაურის #1 ბაგა-ბაღი, ჩოხატაურის #2 ბაგა-ბაღი, სოფელ ხიდისთავის საბავშვო ბაღი, სოფელ ქვენობნის საბავშვო ბაღი, სოფელ ბუკნარის საბავშვო ბაღი, სოფელ ბასილეთის საბავშვო ბაღი,სოფელ ერკეთის საბავშვო ბაღი, სოფელ ბუკისციხის საბავშვო ბაღი, სოფელ იანეულის საბავშვო ბაღი, სოფელ კოხნარის საბავშვო ბაღი, სოფელ ჯვარცხმის საბავშვო ბაღი, სოფელ საჭამიასერის საბავშვო ბაღი, სოფელ გოგოლესუბნის საბავშვო ბაღი, სოფელ შუა ამაღლების საბავშვო ბაღი, სოფელ ზოტის საბავშვო ბაღი, სოფელ ამაღლების საბავშვო ბაღი, სოფელ ხევის საბავშვო ბაღი, სოფელ სამების საბავშვო ბაღი.

facebook გვერდი: https://www.facebook.com/ჩოხატაურის-მუნიციპალიტეტის-სკოლამდელი-დაწესებულება-მომავალი-293390647366088/

ელ. ფოსტა: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

 

ა(ა)იპ ,,მომავალი“

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG