ა(ა)იპ სახელოვნებო სკოლების გაერთიანება

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი -ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელოვნებო სკოლების გაერთიანება დაფუძნდა 2018 წლის თებერვლის თვეში. გაერთიანება შედგება შემდეგი სტრუქტურული ერთეულებისგან: სამუსიკო სკოლა, სამხატვრო სკოლა, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი.
გაერთიანების ძირითადი მიზნები:
გაერთიანება შედგება სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებისგან, რომლებიც ახორციელებენ სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამებს, ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების გარეშე, დაწყებით საფეხურზე, ასევე, გაერთიანება ახორციელებს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამებს განათლების უწყვეტ სისტემაში მოსწავლე-ახალგაზრდობის პროფესიულ ზრდაზე მუდმივი ზრუნვისთვის და უზრუნველყოფს სხვადასხვა სახის შემეცნებითი პროგრამების განხორციელებას.
სამუსიკო სკოლის მიზნები და ამოცანები
ა) მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამუსიკო განათლება (სწავლების ხანგრძლივობა 6 წელი);
ბ)შეუქმნას მოსწავლეებს შესაბამისი პირობები პიროვნების ინდივიდუალური შემოქმედებითი
მიდრეკილებების განვითარებისა და კულტურული მემკვიდრეობის შესწავლისათვის;
გ)აზიაროს მოსწავლეები მუსიკალური ხელოვნების საფუძვლებს;
დ)გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, ქართული და
მსოფლიო ხელოვნების ნიმუშები;
ე)კონკურსების, ფესტივალებისა და სხვა ღონისძიებების საშუალებით გამოავლინოს და წარმოაჩინოს
განსაკუთრებული მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული მოსწავლეები;
ვ) იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკური ხელოვნების ჩამოყალიბებაზე.
სამხატვრო სკოლის მიზნები და ამოცანები
ა) მისცეს მოსწავლეებს დაწყებითი სამხატვრო განათლება (სწავლების ხანგრძლივობა 6 წელი);
ბ)ხელოვნებასთან ზიარების თანაბარი პირობების შექმნით ხელი შეუწყოს პიროვნების ინდივიდუალური,
შემოქმედებითი მიდრეკილებების განვითარებას, კულტურული მემკვიდრეობის შესწავლას და ამ გზით
მის შენარჩუნებას, გარე სამყაროს მხატვრული აღქმის უნარის ჩამოყალიბებას, გამომსახველობითი
საშუალებების ტექნიკის განვითარებას.
გ) აზიაროს მოსწავლეები ხელოვნების საფუძვლებს;
დ) გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებს ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა, ქართული და მსოფლიო
კულტურის ნიმუშები;
ე) იზრუნოს მოსწავლეთა ესთეტიკური გემოვნების ჩამოყალიბებაზე.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მიზნები და ამოცანები
ა) მოსწავლე-ახალგაზრდობა აზიაროს ეროვნულ, ზოგადსაკაცობრიო ღირებულებებს, ხელოვნების საფუძვლებს, ხელი შეუწყოს სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამების ათვისებას, სკოლისგარეშე თავისუფალი დროის სწორ ორგანიზებას, მოზარდთა მეცნიერული კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების, კრიტიკული აზროვნების განვითარებას, ინდივიდუალური, შემოქმედებითი პოტენციალის, ფიზიკური შესაძლებლობებისა და ასაკთან შესაფერისი ინტერესების გამოვლენას;
ბ) შექმნას მოსწავლეებისათვის შესაბამისი სასწავლო და ესთეტიკური გარემო პირობები კონკურენტუნარიანი, პატრიოტი, ანალიტიკურად მოაზროვნე, საკუთარი შესაძლებლობების მუდმივად განვითარების შემძლე, მოტივირებული, კანონმორჩილი და ტოლერანტი, მიზანზე ორიენტირებული აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბებისთვის;
გ) გააცნოს და შეაყვაროს მოსწავლეებს ქართული და მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნიმუშები;
დ) უზრუნველყოს სოციალურად დაუცველი და უნარშეზღუდული ბავშვების სააღმზრდელო-საგანმანათლებლო პროგრამებში აქტიური ჩართვა და მონაწილეობა; მოსწავლეების თავისუფალი დროის სწორი ორგანიზება; პრაქტიკული, მხატვრული აქტივობების განვითარება, მეცნიერული კვლევა-ძიების უნარ-ჩვევათა განვითარება; სასწავლო-აღმზრდელობით მუშაობაში თანამედროვე ფორმებისა და მეთოდების დანერგვა ეროვნული სასწავლო გეგმის გათვალისწინებით.
მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი თავისი დანიშნულებიდან გამომდინარე აყალიბებს უფასო (ადგილობრივი ბიუჯეტით დაფინანსება) და ფასიან (საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული შემოსავლები) წრეებს, სტუდიებს, ანსამბლებს, ინტერესთა კლუბებს. უზრუნველყოფს მოსწავლეთა კულტურულ-მასობრივ ღონისძიებებს, შემოქმედებით კონფერენციებს, კონკურსებს, აწყობს მოსწავლეთა დებატებს, გამოფენებს, შეხვედრებს.

facebook გვერდი: https://www.facebook.com/ჩოხატაურის-მუნიციპალიტეტის-სახელოვნებო-სკოლების-გაერთიანება-172030093442999/

 

ინტეგრირებული ღონისძიებები

მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი

სამუსიკო სკოლა

სამხატვრო სკოლა

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG