ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი არის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც შეიქმნა 2007 წელს. ცენტრის მიზანია იმუნიზაციის საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირების უზრუნველყოფა - იმუნიზაციისა და მარაგების მართვის ელექტრონული მოდულის გამართული მუშაობის კოორდინაცია, იმუნიზაციის სახელმწიფო პროგრამის მიმდინარეობის დამხმარე ზედამხედველობა.  ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებში სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის ზედამხედველობა, პრევენციული ღონისძიებების განხორციელების ხელშეწყობა. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებულ საზოგადოებრივი მნიშვნელობის დაწესებულებებში ინფექციათა კონტროლისა და პროფილაქტიკის, სანიტარიული ნორმების დაცვის ზედამხედველობა და შერჩევითი კონტროლის განხორციელება. ინფორმაციის კონსოლიდირება ელექტრონულ ფორმატში და ანგარიშგება დადგენილი წესით. „ტუბერკულოზის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ეპიდზედამხედველობის კომპონენტის განხორციელება, ასევე „ტუბერკულოზის კონტროლის“ კანონით სჯდ ცენტრებისათვის განსაზღვრული ვალდებულებების შესრულება. “C” ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამის განხორციელების (სკრინინგი) მხარდაჭერა მოსახლეობის ინფორმირებულობის და მობილიზაციის გზით, მკურნალობის პროცესში ჩართვის ზედამხედველობა. ვერბალური აუტოფსიის მეთოდით სიკვდილის არაიდენტიფიცირებულ მიზეზთა შემთხვევების კვლევა და მოსახლეობის სკრინინგული კვლევების ორგანიზება და სხვა.

facebook გვერდი: https://www.facebook.com/ჩოხატაურის-მუნიციპალიტეტის-საზოგადოებრივი-ჯანდაცვის-ცენტრი-733473163427116/

 

ა(ა)იპ ,,საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG