ჩოხატაურის კულტურის ცენტრი 10 წლისაა

20 იანვარს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელოვნების სასახლეში, ა(ა)იპ კულტურის ცენტრმა საანგარიშო კონცერტი გამართა და 10 წლის იუბილე აღნიშნა. ცენტრში ფუნქციონირებს ანსამბლები : „გურია“, „ამაღლება“, „მანდილი“, „ნართი“, „სალოტბარო სტუდია“, საესტრადო ჯგუფი „ჯინსების თაობა“, „ვაჟთა ვოკალური ანსამბლი“,ასევე ქორეოგრაფიული ანსამბლები „ფერხული“ და „ილეკრო“. მრავალწლიანი პაუზის შემდეგ სწორედ კულტურის ცენტრმა აღადგინა სახალხო თეატრი, რომელმაც არაერთი წარმატება მოუტანა ჩოხატაურს. 10 წლის განმავლობაში, ა(ა)იპ კულტურის ცენტრი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით აქტიურადაა ჩართული მუნიციპალიტეტის კულტურულ ცხოვრებაში და მომავალშიც ბევრ საინტერესო აქტივობებს გვპირდება. ღონისძიებას ესწრებოდა ოზურგეთის მაჟორიტარი დეპუტატი, პარლამენტის უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი, გურიის მხარისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, ხელოვნებისა და კულტურის სფეროს მოღვაწეები.

ჩოხატაურის კულტურის ცენტრი 10 წლისაა

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG