კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ირაკლი კუჭავამ, გამგებლის პირველ მოადგილე თამაზ ჯინჭარაძესთან და სოფლის ხელმძღვანელთან ერთად, კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დაათვალიერა.
კოხნარის საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა, რომლის პროექტსაც იუსტიციის სამინისტროსა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის თანადაფინანსებით, შ.პ.ს. „მთაწმინდა 2007“ ასრულებს, 2017 წლის იანვრის თვეში დაიწყო და მაისის ბოლოს დასრულდება.
საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდება : სოფლის ადმინისტრაციული შენობა, ბიბლიოთეკა, ამბულატორია, საკონფერენციო დარბაზი, მაგთის ოფისი, ლიბერთი ბანკის ფილიალი, სანოტარო ბიურო.
ცენტრში მოსახლეობას საშუალება ექნება ისარგებლოს 200-მდე უფასო სერვისით.
#გურია2017 #ჩოხატაური2017 #ინფრასტრუქტურა #საზოგადოებრივიცენტრიკოხნარში

კოხნარში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG