ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია ჩოხატაურში

აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის მიზნით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში 4 ერთეული სპეციალიზებული ტექნიკა, ასევე საყანე ფართობების დასამუშავებლად 2 სატრაქტორე აგრეგატი იმუშავებს. მაღალი გამავლობის ტექნიკა უკვე მობილიზებულია და აქტიურად დაიწყებს მუშაობას მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე.
მუნიციპალიტეტების მასშტაბით, შეიწამლება და თერმული ნისლის ტექნოლოგიით დამუშავდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ტერიტორიები: სოფლების ტერიტორიები, სიმინდის ფართობები, სადაც აუცილებელია სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენება, ტყისპირა ზოლები „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურების გამოყენებით, რათა დასახლებულ ტერიტორიებზე ტყიდან მავნებლის გავრცელება აღიკვეთოს.
აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის სამოქმედო გეგმა სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ფაროსანასთან ბრძოლის საკოორდინაციო შტაბის წევრებთან, გურიის გუბერნატორთან და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს გააცნეს.
როგორც სურსათის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა ზურაბ ჩეკურაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო რესურსი სრულად არის მობილიზებული მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების დროულად ჩასატარებლად.
გუბერნატორის მერაბ ჭანუყვაძის განცხადებით, რეგიონში მობილიზებულია საჭირო რაოდენობის ტექნიკა, პრეპარატები, მიმდინარეობს აქტიური მონიტორინგი და მავნებლის კერების იდენტიფიცირება.
შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მავნებელთან ბრძოლის პროცესში, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და ღონისძიებების კომპლექსურად გატარება.
#გურია2018 #ჩოხატაური2018 #ერთადვებრძოლოთფაროსანას

ფაროსანას  წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია ჩოხატაურში

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG