"არტ-გენი" ჩოხატაურში

10 ივლისს 14საათზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ გორაბერეჟოულში ერისთავების ციხე-დარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩატარდება ფესტივალი "არტ-გენი 2012"-ის გურიის რეგიონალური ნაწილი.

 ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც რეგიონალური, ასევე მოწვეული  ანსამბლები,  ხალხური სიმღერის, ქორეოგრაფიის, ზეპირსიტყვიერების პროფესიონალი და მოყვარული წარმომადგენლები.

ღონისძიების პარალელურად გაიმართება ხალხური რეწვის ოსტატების ნამუშევართა გამოფენა-გაყიდვა.

 

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG