"Art-გენი 2012"

10 ივლისს ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულის ტყე-პარკში,  ერისთავების სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, ჩატარდა ფესტივალი "Art-გენი 2012"-ის გურიის რეგიონალური ნაწილი.

ფესტივალის ორგანიზატორია "კავშირი არტ-გენი", რეგიონალური პარტნიორი კი - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი.

 

ფესტივალში მონაწილეობდნენ ჩოხატაურის, ოზურგეთის, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტების კულტურის ცენტრთან არსებული და ოჯახური ანსამბლები, ხალხური მთქმელები, აგრეთვე ჩამოსული სტუმრები - ანსამბლი "სნო" და ქართული საბრძოლო ხელოვნების ოსტატები - "შავფაროსნები".

მონაწილეთა უმრავლესობამ ორგანიზატორების დიდი მოწონება დაიმსახურა, მათ შორის საუკეთესოები კი წარდგენილნი იქნებიან ფესტივალის დასკვნით ნაწილზე თბილისში, ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

ფესტივალი გრძელდება ფოთში, სადაც სტუმრის სტატუსით მიწვეულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ეთნო ჯაზ-ბენდი "გურული ბიჭები".

 

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG