იაპონიის თანადგომა ჩოხატაურელ ბავშვებს

მიმდინარე წლის ხუთ თებერვალს, ქალაქ თბილისში იაპონიის ელჩის ბატონი ტოშიო კაიტანის რეზიდენციაში, გაიმართა იაპონიის მთავრობის მიერ „ადამიანთა უსაფრთხოების პროექტების“ ფარგლებში დაფინანსებული ორი პროექტის საგრანტო შეთანხმების ხელმოწერის საზეიმო ცერემონია. აღნიშნული ორი პროექტიდან ერთ-ერთი გულისხმობდა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას.

ცერემონიას დაესწრნენ იაპონიის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ბატონი ტოშიო კაიტანი, არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირი“ -ს  აღმასრულებელი დირექტორი  ლევან ხინთიბიძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სპეციალისტი გივი ანთიძე.

პროექტს, რომელიც, როგორც აღვნიშნეთ, მიზნად ისახავს ჩოხატაურის N1 საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას,  ხელი მოეწერა საქართველოში იაპონიის საელჩოს „ჰეიფერ ინთერნაშიონალ ჯორჯიასა“ და „საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირს“ შორის.  პროექტის ღირებულებაა  77,662 ა.შ.შ. დოლარი.

-                პროექტი, რომელიც გულისხმობს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის რეაბილიტაციას, იქნება თითოეული რიგითი იაპონელის საჩუქარი ჩოხატაურელი ბავშვებისათვის, მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი თანამშრომლობა იქნება წარმატებული, შედეგიანი და სასიამოვნო, მოხარული ვართ, რომ ჩვენ მოგვეცა შესაძლებლობა და ვეხმარებით ადგილობრივ ხელისუფლებას იმ ჯანსაღი გარემოს შექმნაში, რაც ასე აუცილებელია მომავალი თაობის ჩამოყალიბებისთვის, - აღნიშნა თავის საზეიმო გამოსვლაში ბატონმა ტოშიო კაიტანმა. 

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG