2014 წლის 9 მაისი

2014 წლის 9 მაისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, 9 მაისის სახელობის მემორიალთან, ტრადიციული შეხვედრა გაიმართა სამამულო ომის მონაწილე გმირებთან.შეხვედრის  შემდეგ მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში ემოციებით სავსე ომის პერიოდის ეპიზოდები გაიხსენეს ჩვენმა ვეტერანებმა.შეხვედრა გაალამაზა კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა "მანდილმა" და "ნართმა".

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულომ და  გამგეობამ ვეტერანები და გარდაცვლილი ვეტერანების ქვრივები 250-250 ლარით დაასაჩუქრა.

ღონისძიების ბოლოს, ჩოხატაურის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს" თავმჯდომარე, დავით შარაშიძე, ამაგდარ ვეტერანებს  რესტორან ,,მარულაში"გაუმასპინძლდა.

ჩოხატაურს ამჟამად 19 ომის მონაწილე ჰყავს(მათ შორის ერთი ქალბატონი), აქედან 10 მძიმედ ავად არის.

ღმერთმა მოგცეთ ჯანმრთელობა და დღეგრძელობა ჩვენო თავდადებულო ადამიანებო!

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG