სტუდენტთა საზაფხულო დასაქმება

საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიცირებული საზაფხულო დასაქმების პროგრამა “Summer  Job”-ის ფარგლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტი,  ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორების ადმინისტრაციის მხარდაჭერით, საქართველოს სხავადასხვა რეგიონის 80-ზე მეტ ქალაქში 1800-ზე მეტ სტუდენტს დაასაქმებს თვითმმართველობის სამსახურებში და მათი ხელფასი შეადგენს 500 ლარს. პროგრამა გაგრძელდება ზაფხულის არდადეგების პერიოდში 2012 წლის 20 ივლისიდან 20 აგვისტომდე.

 

პროექტი მოიცავს გაეროს მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიით საქართველოს საშუალო და მცირე ზომის ქალაქებში საბინაო ფონდის და პირობების აღწერის ჩატარებას, რითაც დადგინდება მოსახლეობის საცხოვრებელი პირობები და ტენდენციები საქართველოს განსახლების სტრუქტურაში. აღნიშნული აღწერა  და შესაბამის მონაცემებზე დაყრდნობილი კვლევა ხელს შეუწყობს ქვეყანაში ჯანსაღი და მდგრადი განსახლების სისტემის განვითარებას. კვლევის შედეგებით ქვეყანას ქალაქების დონეზე ექნება მახასიათებლები, თუ რა საცხოვრებელი პირობებია დღეს საქართველოში, როგორია ფართობებით უზრუნველყოფა, წვდომა წყალზე, ელექტროენერგიაზე, გაზმომარაგებაზე და ძირითად კომუნალურ მომსახურებაზე. ამავდროულად, კვლევაში დასაქმებული სტუდენტები შეიძენენ სამუშაო გამოცდილებას და აიმაღლებენ უნარჩვევებს.

აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში დასაქმდება 50 სტუდენტი.

 

 

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG