"არტ–გენი 2012" დასკვნითი ეტაპი

ფესტივალი "არტ–გენი 2012" დასკვნით ეტაპზე თბილისში ჩოხატაურიდან მიწვეულნი იყვნენ ანსამბლი "ნართი", "გურია", "მანდილი" და "გურული ბიჭები", თითოეულმა  მონაწილემ მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა. 

აღსანიშნავია, რომ მომდევნო დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელის დილის  საინფორმაციო გამოშვებაში არტ – გენის ორგანიზატორებმა ჩოხატაურელი მონაწილეების მიმართ განსაკუთრებული სიმპათია გამოხატეს,  "გურული ბიჭები" კი ფესტივალის აღმოჩენად დაასახელეს. აღნიშნეს, რომ მიუსედავად იმისა ანსამბლი სულ რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, მან შეძლო მაყრებლის დაინტერესება თავისი ხელწერით, მაღალი პროფესიული შესრულებით, გემოვნებიანი მუსიკით, აქვე გამოთქვეს გულისტკივილი, რომ ამსამბლს არ ჰყავს დრამერი. არტ–გენის ორგანიზატორმა სოლომონ გოგაშვილმა ურჩია კიდეც დამწყებ დრამერებს, რომ ჩავიდნენ ჩოხატაურში, იგრძნონ ნამდვილი ქართული სული და მიიღონ საერთაშორისო აღიარება.

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG