ღონისძიებები

ოთხშაბათს, 1 აგვისტოს, გურიის რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში და მათ შორის ჩოხატაურში, ტარდება მარათონი 2 კმ-იან დისტანციაზე სირბილში, რომელიც სტარტს აიღებს იოაკიმე და ანას სახელობის საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან, დასაწყისი 11:00 საათზე.

აგრეთვე, ხვალ, სოფელ ამაღლებაში გაიმართება ღია კონცერტი, რომელშიც მონაწილეობენ კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები: „ნართი“, „მანდილი“, „ბიჭების ტრიო“, „ჯინსების თაობა“ და საოპერო მომღერალი ირმა ბერძენიშვილი.  დასაწყისი 20:00 საათზე.

ხუთშაბათს, 2 აგვისტოს,  სამხატვრო სკოლაში მოეწყობა ამავე სკოლის კურსდამთავრებულის, ნათია მეფარიშვილის ნამუშევრების პერსონალური გამოფენა. დასაწყისი 16:00 საათზე.

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG