პრეზიდენტი ფერისცვალების დღესასწაულზე

წლევანდელი ფერისცვალების დღესასწაული განსაკუთრებული იყო გურიისათვის, კურორტ                           ბახმაროს სტუმრობდა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც გახსნა ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტები - სასტუმრო, კინოთეატრი, ამბულატორია. გახსნის ცერემონიალის შემდეგ კი ტრადიციულ დოღს დაესწრო.  შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ცხენოსნები იღებდნენ მონაწილეობას. ფერისცვალების დღეს აგრეთვე გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, სპორტული ღონისძიებები თავისუფალ ჭიდაობაში, მკლავჭიდში, ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში -“ხრიდოლი“, ძველი ქართული თამაშები, რომელშიც დამსვენებლებიც იყვნენ ჩართულნი. დღის ბოლოს ჩატარდა დასკვნითი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები, აგრეთვე ანსამბლი „ზუმბა“.

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG