ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი მინიფეხბურთში

ა/წლის 23-31 აგვისტოს ჩათვლით საქართველოს სპორტის და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ეგიდით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მინიფეხბურთის სტადიონზე მიმდინარეობდა მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი მინიფეხბურთში, რომელშიც მონაწილეობდა 18 გუნდი. 

I ადგილი დაიკავა სოფ. კოხნარის გუნდმა, II ადგილი - სოფ. დაბლაციხის გუნდმა, III ადგილი - დაბის გუნდმა.

დღეს, 31 აგვისტოს 16:00 საათზე გაიმართება მინიფეხბურთის ჩემპიონატის დახურვა და  გამარჯვებული გუნდების დაჯილდოება.

გურიის რეგიონალურ ჩემპიონატში გამარჯვებისათვის იბრძოლებს სოფ. კოხნარის გუნდი, რომელიც ჩატარდება 11-12 სექტემბერს ქალაქ ლანჩხუთში.

 

 

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG