,,კალანდა"

15 იანვარს,ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრის ორგანიზებით,კინოს სახლში,გაიმართა კიდევ ერთი ლამაზი საახალწლო ღონისძიება.საღამო დალოცა დეკანოზმა თომამ.ამ შესანიშნავ კონცერტში მონაწილეობდნენ კულტურის ცენტრის უკლებლივ ყველა ანსამბლი და ვოკალისტი,საკალანდო ინსცენირებით წარსდგნენ მსახიობები.

გამოვლინდნენ  წლის საუკეთესო პროფესიონალები სხვადასხვა დარგში:  წლის დამსახურებული კულტურის მუშაკები - დოდო მამალაძე,ლეილა კოტრიკაძე,კულტურის ცენტრის რჩეული -  ოთარ ცინცაძე,წლის საუკეთესო ექიმები - ნინო კუტუბიძე და თამილა გაგუა,საუკეთესო სკოლის დირექტორი - მალვინა ოსეფაიშვილი,სპორტსმენები - მოჭადრაკეები  ზეინაბ ხვედელიძე და გივი ქორიძე,ღვაწლმოსილი ადამიანები - სულიკო ვაშალომიძე,სოსო ცინცაძე,რევაზ თედორაძე,უხუცესი ხელოვანი და ხელმძღვანელი - ვარდო თოდრია,წლის საუკეთესო სამართალდამცველი - გიორგი ტუნაძე,წლის საუკეთესო აღმზრდელი - თინათინ ცხომელიძე,ბიზნესმენი - ,,წყალი მარგებელი"-ს დირექტორი, ლევან გოგოლაძე,მომღერალი - ვიოლეტა მგალობლიშვილი,საუკეთესო ფინანსისტი - ზურაბ შათირიშვილი,სოფლის მეურნეობის მუშაკი - თემურ გუდავაძე,წლის საუკეთესო მშენებელი - გურამ ჯიბლაძე. გამარჯვებულებს გადაეცათ სიგელები და ფასიანი საჩუქრები.

ღონისძიების მსველელობისას ჩატარდა გათამაშება,სადაც სამი პრიზი - დივიდი,უთო და ელექტროჩაიდანი გათამაშდა.

საღამოს დასასრულს,მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა,თემურ ჭკუასელმა, კალანდა მიულოცა შეკრებილ საზოგადოებას და დიდი მადლობა გადაუხადა კულტურის ცენტრის ხელმძღვანელობას ასეთი ლამაზი ღონისძიებისათვის.

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG