ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 2012 წლის ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში

მუნიციპალიტეტის 2012 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემოსავლების დამტკიცებული გეგმა შეადგენდა 819.2 ათას ლარს, შემოსულობების კი ფინანსური დახმარების ჩათვლით 3.269.2 ათას ლარს. წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილებებით ადგილობრივი ბიუჯეტი დაზუსტდა რვაჯერ და შეადგინა 5.822.3 ათასი ლარი ათასი ლარი, ფაქტიურად შემოსულობების გეგმა საერთო მოცულობაში შესრულებულია 5.840.0 ათასი ლარით ანუ 100.3%-ით, მათ შორის: გადასახადები 362.0 ათასი ლარის ნაცვლად შემოსულია 365.3 ათასი ლარი ანუ 3.3 ათასი ლარით მეტი, სხვა შემოსავლები 632.7 ათასი ლარია შემოსული 619.5 ათასი ლარის ნაცვლად, ანუ 13,2 ათასი ლარით მეტი.

არაფინანსური აქტივების კლება (კაპიტალური შემოსავლები) არასასოფლო-სამეურნეო მიწისა და ქონების გაყიდვიდან შემოსავლები შეადგენს 25.8 ათას ლარს, ნაცვლად 23.8 ათასი ლარისა, ანუ 2.0 ათასი ლარით მეტს. ცალკეული სახეების მიხედვით კი შემოსავლების გეგმის შესრულება ასეთია: საწარმოთა ქონების გადასახადი გეგმით გათვალისწინებული იყო 282.0 ათასი ლარი, ფაქტიურად შემოსულია 283.3 ათასი ლარი, 1.3 ათასი ლარით მეტი; დარიცხული ბანკის პროცენტები გეგმით გათვალისწინებული იყო 31.0 ათასი ლარი, ფაქტიურად დარიცხულია და შემოსულია 34.9 ათასილარი, 3.9 ათასი ლარით მეტი; მოსაკრებელი ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის დაგეგმილი იყო 537.6 ათასი ლარი, შემოსულია ფაქტიურად 538.7 ათასი, 1.1 ათასი ლარით მეტი; შემოსავალი მიწის იჯარიდან 2.0 ათასი ლარის ნაცვლად შემოსულია 8.2 ათასი ლარი 6.2 ათასი ლარით მეტი. ადმინისტრაციული მოსაკრებლები და გადასახდელები - 9.9 ათასი ლარის ნაცვლად შემოსულია 11.0 ათასი, 1.1 ათასი ლარით მეტი, მათ შორის: მოსაკრებელი დასახლებული ტერიტორიის დასუფთავებისათვის მიღებულია 2.9 ათასი ლარი 2.0 ათასი ლარის ნაცვლად - 0.9 ათასი ლარით მეტი; მოსაკრებელი მშენებლობის ნებართვისათვის 7.8 ათასის ნაცვლად შემოსულია 7.9 ათასი ლარი - 0.1 ათასი ლარით მეტი; მოსაკრებელი საჯარო ინფორმაციის ასლების გადაღების - 0.1 ათასი ლარიდან შემოსულია 0.2 ათასი ლარი, 0.1 ათასი ლარით მეტი; შემოსავლები ჯარიმებიდან, სანქციებიდან და საურავებიდან 39.0 ათასი ლარის ნაცვლად 39.9 ათასი ლარია შემოსული, 0,9 ათასი ლარით მეტი. სულ ადგილოვრივი შემოსავლების დაზუსტებული გეგმა შეადგენდა 1.005.3 ათას ლარს და იგი შესრულდა 1.023.8 ათასი ლარით, ანუ 18.5 ათასი ლარის გადამეტებით;
გარდა აღნიშნულისა ფინანსური დახმარებები (ტრანსფერები) ცენტრალური ბიუჯეტიდან უნდა მიგვეღო დაზუსტებული გეგმის მიხედვით 4.800.3 ათასი ლარი, ფაქტიურად მიღებულია ამდენივე.
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის გადასახდელები (საგასავლო ნაწილი) დაზუსტებული გეგმის 5.902.1 ათასი ლარის ნაცვლად გახარჯულია 5.860.9 ათასი ლარი, ანუ 41.2 ათასი ლარით ნაკლები.
ცალკეული მხარჯავი დაწესებულებებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციების მიერ ორგანიზაციული და ეკონომიკური კლასიფიკაციის მიხედვით თანხების ხარჯვა ასეთ სურათს იძლევა: მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოების საერთო გადასახდელები დაზუსტებული გეგმით შეადგენდა 1.416.2 ათას ლარს, ფაქტიურად გახარჯულია 1.398.7 ათასი ლარი, ანუ 17.5 ათასი ლარით ნაკლები, აქედან: მუნიციპალიტეტის საკრებულოში გახარჯულია 339.6 ათასი ლარი;

მუნიციპალიტეტის გამგეობამ (სამსახურების ჩათვლით) 929,6 ათასი ლარის ნაცვლად 921.4 ათასი ლარი გახარჯა - 7.9 ათასი ლარით ნაკლები, აქედან: წარმომადგენლობითო ხარჯები 6,0 ათასი, შტატგარეშე მომუშავეთა შრომის ანაზღაურებაში 0,6 ათასი, ოფისის და მივლინების ხარჯებში 1,3 ათასი ლარით ნაკლები;
სარეზერვო ფონდი უნდა გახარჯულიყო 46.9 ათასი ლარი. გამგებლის ბრძანებების საფუძველზე გახარჯულია ფაქტიურად 46.8 ათასი ლარი 0.1 ათასი ლარით ნაკლები ( იხ. დანართი N1).
მაჟორიტარი დეპუტატის მომსახურების ხარჯები შეადგენდა გეგმით 7.0 ათას ლარს, ფაქტიურად გაიხარჯა 6.9 ათასი, 0,1 ათასი ლარით ნაკლები;
საინვესტიციო პროგრამების თანადაფინანსების ხარჯებში დაგეგმილი იყო 10.2 ათასი ლარი, ათვისებულია ამდენივე (იხ. დანართი N2).
ადმინისტრაციული შენობის დაცვის ხარჯები დაგეგმილი იყო 5.5 ათასი ლარი, გახარჯულია ამდენივე;
აუდიტორულ შემოწმებაზე უნდა გახარჯულიყო 6.1 ათასი ლარი, გაიხარჯა ამდენივე;
შენობების ტექნიკური პასპორტების და მიწის საკადასტრო აზომვითი ნახაზების დამზადების და საინფორმაციო საშუალებებში გამოქვეყნების ხარჯები გეგმით შეადგენდა 11.9 ათას ლარს, ფაქტიურად გაიხარჯა ამდენივე;
არქივი დაფინანსებულია გეგმით გათვალისწინებული – 8,2 ათასი ლარით, ნაცვლად 8.3 ათასი ლარისა, ანუ 0,1 ათასი ლარით ნაკლები (ფინანსდება მათი მოთხოვნის საფუძველზე);
გურიის მხარის ოლიმპიური კომიტეტის ჩოხატაურის ორგანიზაცია დაფინანსებულია 3,3 ათასი ლარით ნაცვლად 3,5 ათასი ლარისა, ანუ 0,2 ათასი ლარით ნაკლები;
გურიის რეგიონალური სააგენტოს ხარჯი გეგმით გათვალისწინებული იყო 11,0 ათასი ლარი, გახარჯულია ამდენივე;
კავშირგაბმულობის ხარჯი, კორპორაციული მომსახურება ითვალისწინებდა 9,0 ათას ლარს, გაიხარჯა ამდენივე;
წინა პერიოდში წარმოქმნილი ვალდებულებების დაფარვა და სასამართლოს გადაწყვეტილებების ფინანსური აღსრულების ხარჯი გეგმით შეადგენდა 2,3 ათას ლარს, ფაქტიურად გაიხარჯა 2,2 ათასი - 0,1 ათასი ლარით ნაკლები;
პროექტი შავი ზღვა - სოლიდარობა და ეკონომიკური აქტივობა უნდა დაფინანსებულიყო (მიღებული გრანტების საფუძველზე) 16,7 ათასი ლარით, დაფინანსებულია 16,6 ათასი ლარით - 0,1 ათასი ლარით ნაკლები;
საგანგებო სიტუაციების მართვის (სახანძრო) სამსახურს უნდა გაეხარჯა 132,4 ათასი ლარი, გახარჯულია ფაქტიურად ამდენივე;
შინაგან საქმეთა სამინისტროს ადგილობრივი ორგანოების დაფინანსებაზე გეგმით გათვალისწინებული 58,6 ათასი ლარია გახარჯული, რასაც გეგმა ითვალისწინებდა;
სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსახურის შესანახად გახარჯულია 94,3 ათასი ლარი, 97,9 ათასი ლარის ნაცვლად, 3,6 ათასი ლარით ნაკლები, მივლინების ხარჯებში 0,5 ათასით, არაფინანსური აქტივების ზრდაში 2,4 ათასი ლარით და შრომის ანაზღაურებაში 0,7 ათასი ლარით ნაკლები;
გზების, ხიდების, მშენებლობაზე, რეკონსტრუქცის და მოვლა–შენახვის და ნაპირსამაგრის მოწყობაზე დაზუსტებული ბიუჯეტით ცენტრალური ბიუჯეტიდან მიღებული თანხების ჩათვლით 695,4 ათასი ლარი უნდა გახარჯულიყო, ფაქტიურად გაიხარჯა ამდენივე (იხ. დანართი N3);
სოფლის მეურნეობის ხაზი ( ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგო ღონისძიებების განსახორციელებლად) გახარჯულია 40,9 ათასი ლარი, ნაცვლად 42,6 ათასისა, 1,7 ათასი ლარით ნაკლები;
საახალწლო ღონისძიებების მოწყობაზე ბიუჯეტიდან გამოყოფილი იყო 13,1 ათასი ლარი, გაიხარჯა ფაქტიურად ამდენივე.
წყლის სისტემის რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციაზე უნდა გახარჯულიყო 22,3 ათასი ლარი და გაიხარჯა 20,9 ათასი ლარი, 1,4 ათასი ლარით ნაკლები (იხ. დანართი N4);
სოფლის მხარდაჭერის პროგრამით გათვალისწინებული იყო 643,3 ათასი ლარი, გაიხარჯა 642,7 ათასი, 0,6 ათასი ლარით ნაკლები; (იხ. დანართი N5).
მუნიციპალიტეტის საინფორმაციო სისტემის მოწყობაზე 6,4 ათასი ლარი გაიხარჯა, ნაცვლად 6,5 ათასისა - 0,1 ათასი ლარით ნაკლები;
გარე განათების რეაბილიტაციასა და ექსპლუატაციაზე გეგმით გათვალისწინებული 113,0 ათასი ლარიდან გახარჯულია ამდენივე;
მუნიციპალიტეტის N62 საოლქო საარჩევნო კომისდიის განსათავსებელი შენობის სარემონტო სამუშაოზე 40,3 ათასი ლარია გახარჯული, ნაცვლად 42,0 ათასი ლარისა - 1,7 ათასი ლარიტ ნაკლები;
კომუნალური სამსახური,,სხივი" დაფინანსებულია და გახარჯული აქვს გეგმით გათვალისწინებული 255,6 ათასი ლარი;
უმეთვალყურეოდ დარჩენილი ცხოველების იზოლაციაზე გამოყოფილი იყო 4,9 ათასი ლარი, გაიხარჯა ამდენივე;
სანაგვე ურნების მოწყობაზე 15,0 ათასი ლარი გაიხარჯა,გეგმაც ამდენივეს ითვალისწინებდა;
მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გეგმით გათვალისწინებული 32,9 ათასი ლარი გაიხარჯა;
კურორტ ბახმაროს კეთილმოწყობაზე ათვისებულია 103,3 ათასი ლარი;
დაბა ჩოხატაურში ღია სპორტული მოედნისა და პარკის კეთილმოწყობაზე გახარჯულია გეგმით გათვალისწინებული 286,4 ათასი ლარი;
საგანმანათლებლო ღონისძიებებზე ფაქტიურად გაიხარჯა 542,8 ათასი ლარი, მ. შ. სკოლამდელი განათლების საბავშო ბაღების შენახვაზე გაიხარჯა 502,3 ათ. ლარი;
ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლი დაფინანსებაზე 32,0 ათასი ლარი გახარჯული, რაც გეგმით იყო გათვალისწინებული;
განათლების სისტემის ხელშეწყობაზე გაიხარჯა 8,5 ათასი ლარი, ნაცვლად 9,5 ათასი ლარისა, ანუ 1,0 ათასი ლარით ნაკლები.
სპორტული და კულტურული ღონისძიებების დაფინანსებაზე სულ 1.052.5 ათასი ლარია გახარჯული, გეგმა 1,058,0 ათას ლარს ითვალისწინებდა, ანუ 5,5 ათასი ლარით ნაკლები. აქედან: სპორტის განვითარების ცენტრის დაფინანსებაზე უნდა გახარჯულიყო 67,0. ათასი ლარი, 66,9 ათასი ლარი, 0,1 ათასი ლარით ნაკლები; სპორტული მოედნისა და სპორტ დარბაზის რეკონსტრუქციაზე გაიხარჯა 270,7 ათასი ლარი ნაცვლად 275,8 ათასი ლარისა , ანუ 5,1 ათასით ნაკლები (იხ.დანართი);
საფეხბურთო კლუბ „ბახმაროს" შენახვაზე 92,0 ათასი ლარი გაიხარჯა, გეგმაც ამდენივეს ითვალისწინებდა (იხ. დანართი);
სპორტული სკოლის დაფინანსებაზე გახარჯულია გეგმით გათვალისწინებული 115.6 ათასი ლარი (იხ. დანართი);
კულტურის ცენტრს გამოყოფილი ჰქონდა 200,5 ათასი ლარი, ფაქტიურად გაიხარჯა ამდენივე (იხ. დანართი);
სამხატვრო სკოლას გეგმით 55,0 ათასი ლარი უნდა გაეხარჯა, ფაქტიურად გახარჯული აქვს ამდენივე (იხ. დანართი);
ბიბლიოთეკების გაერთიანების დაფინანსებაზე 70.0 ათასი ლარი იყო მიმართული, საიდანაც 69,7 ათასი ლარია ათვისებული - 0,3 ათასი ლარით ნაკლები. (იხ. დანართი);
მუსიკალურ სკოლას 66,0 ათასი ლარი ქონდა გეგმით გათვალისწინებული, დახარჯულია ამდენივე (იხ. დანართი);
მუზეუმების გაერთიანებას გახარჯული აქვს 79,6 ათასი ლარი, რასაც ითვალისწინებდა გეგმა (იხ. დანართი);
ახალგაზრდული ღონისძიებების დაფინანსებაზე გახარჯულია გეგმით გათვალისწინებული 16,5 ათასი ლარი (იხ. დანართი);
რელიგიის, კერძოდ ეკლესიის და მასთან არსებული სასადილოს დაფინანსებაზე მიმართული იქნა 20,0 ათასი ლარი;
სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების დაფინანსებაზე ბიუჯეტში გამოყოფილი იყო 311,0 ათასი ლარი, გაიხარჯა 310,8 ათასი ლარი, ანუ 0,2 ათასი ლარით ნაკლები, აქედან: საზოგადოებრივი ჯანდაცვის მომსახურეობაზე გახარჯულია 75,0 ათასი ლარი, რასაც გეგმა ითვალისწინებდა. (იხ. დანართი);
- სოციალური დახმარებებზე უნდა გახარჯულიყო 236,0 ათასი ლარი, გახარჯულია 235,8 ათასი ლარი, 0,2 ათასი ლარით ნაკლები, აქედან:
- მრავალშვილიანი (4-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებიანი) ოჯახების დახმარებაზე გაცემულია გეგმით გათვალისწინებული 19,8 ათასი ლარი;
- დედ–მამით ობოლი ბავშვებისადმი დახმარებაზე გაცემულია 1,0 ათასი ლარი.
- შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებისადმი დახმარებაზე ( სამედიცინო მომსახურება და ფენილკეტონურიით დაავადებული ბავშვების კვების ხარჯი) გაცემულია 8,0 ათასი ლარი, რასაც გეგმა ითვალისწინებდა.
- სამშობლოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლის მონაწილე მეომრებისა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანების სარიტუალო მომსახურეობა ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 1,8 ათასი ლარი, გაცემულია 1,7 ათასი ლარი, 0.1 ათასი ლარით ნაკლები.
საქართველოს თავისუფლებისა და ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა ოჯახების დახმარება ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 12,7 ათასი ლარი, გაიხარჯა ამდენივე;
უპატრონო პირთა სარიტუალო მომსახურეობა ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 3,2 ათასი ლარი, გაცემულია ამდენივე (თითოეულზე 200 ლარი);
უხუცეს დღეგრძელთა - (100 და მეტი წლის ასაკის) დახმარება ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 1.5 ათასი ლარი, გაცემულია ამდენივე;
თირკმლის უკმარისობით დაავადებული პირებისადმი დახმარება, რომლებიც გადიან დიალეზის კურსს და მეტადონის პროგრამაზე მყოფ პირთა დახმარებაზე დაგეგმილი იყო 13,8 ათასი ლარი, გაიხარჯა ამდენივე;
ეკონომიურად შეჭირვებულ ოჯახებზე სათბობის შეძენაზე გათვალისწინებული იყო 10,0 ათასი ლარი, გაიხარჯა ამდენივე;
ლტოლვილთა დახმარება ბიუჯეტით გათვალისწინებული იყო 8,2 ათასი ლარი, გაიხარჯა ამდენივე;
სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების, მძიმე საცხოვრებელ და ეკონომკურ პირობებში მყოფი ოჯახებისადმი ერთჯერადი დახმარება, გადაუდებელ შემთხვევაში ბინის შესყიდვის ან დაქირავების ხარჯებზე გათვალისწინებული იყო 127,4 ათასი ლარი, გაიხარჯა ამდენივე;
18-დან 60 - წლამდე ასაკის შეჭირვებულ პირებზე სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსების ხარჯებზე გათვალისწინებული იყო 8,0 ათასი ლარი, გაიხარჯა ამდენივე;
ონკოლოგიურ დაავადებულთა და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანთა სამედიცინო სტაციონალური მომსახურების ხარჯი გათვალისწინებული იყო 6,9 ათასი ლარი.გაიხარჯა ამდენივე;
მშობიარეთა 50% - იანი თანადაფინანსების ხარჯებზე გახარჯულია გეგმით გათვალისწინებული 7,7 ათასი ლარი;
0-დან 3- წლამდე ასაკის ბავშვების სამედიცინო მომსახურების დაფინანსება,3-დან 18- წლამდე ასაკის შეჭირვებულ ოჯახთა ბავშვების 50%-იანი თანადაფინანსების ხარჯი გათვალისწინებული იყო 1,8 ათასი ლარი, გაიხარჯა 1,7 ათასი - 0,1 ათასი ლარით ნაკლები;
საანგარიშო წლის დასაწყისისათვის ირიცხებოდა საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთი 79,8 ათასი ლარი, წლის ბოლოსათვის კი 57,9 ათასი ლარი.
როგორც წარმოდგენილი ანგარიშიდან ჩანს, საანგარიშო პერიოდში თანხების ხარჯვა მომხდარია დაზუსტებული გეგმის ფარგლებში და როგორც საერთო მოცულობაში, ისე მუხლობრივად გადახარჯვას ადგილი არ აქვს, ზოგიერთ მათგანში არის თანხების უმნიშვნელო ოდენობით აუთვისებლობა.

დეტალებისთვის იხილეთ თანდართული ფაილები

საფინანსო სამსახურის უფროსი - ზ. ჩანტლაძე

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG