ჩოხატაურის ნ. ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

დაბა ჩოხატაური ნ. დუმბაძის #13
ტელ: 595 11 78 70

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი წარმოგვიდგება საამაყო ისტორიულ-კულტურული წარსულითა და აწმყოთი. (სახალხო გმირები, გამოჩენილი ადამიანები, საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები და სხვა.) აუცილებელი გახდა ამ მემკვიდრეობის შეკრება და თავმოყრა ერთ 'არქივში~ _ მუზეუმში.
მუზეუმი (ბერძნული სიტყვაა და ქართულად მუზების ტაძარს ნიშნავს), მუზეუმი მხოლოდ საინტერესო ნივთების გამოფენა არ არის, მუზეუმი სამეცნიერო _ საგანმანათლებლო კვლევითი დაწესებულებაა სადაც ხდება ბუნების ისტორიის, მატერიალური და სულიერი კულტურის ძეგლების, საზოგადოების განვითარების შესახებ ცოდნის პირველწყაროების დაკომპლექტება, შენახვა, დაცვა და შესწავლა მისი პოპულარიზაცია.
1958 წლის იანვარში საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილებით დაარსდა ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, დაარსებიდან სამი წლის განმავლობაში საქართველოს სხვადასხვა სიძველეთსაცავეებში, არქეოლოგიური გათხრებისა და ექსპედიციების შედეგად მოპოვებულ იქნა მხარისათვის დამახასიათებელი უამრავი ხელნაწერი დოკუმენტი, გეოლოგიურ-მინეროლოგიური, არქეოლოგიურ-ეთნოგრაფიული და ნუმიზმატიკური მასალა.

Read more: ჩოხატაურის ნ. ბერძენიშვილის სახელობის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

მიზანი

მისია: მხარეთმცოდნეობის მუზეუმი ნივთიერი კულტურის ძეგლების საფუძველზე იკვლევს მხარის ისტორიას, აწარმოებს მოპოვებული მასალის აღწერასა და შენახვა-დაცვას, შევსებული მასალით ახდენს ექსპონირება, ინტერპრეტაციას.

უფლებამოსილება: მუზეუმი უფლებამოსილია საკუთარი სახელით წარსდგეს სხვადასხვა დაწესებულებებსა და სამთავრობო თუ არასამთავრობო ორგანიზაციებში, აუდიტორიას გააცნოს თავისი მისია. Uუპირველესად თვით მუზეუმის თანამშრომლებს უნდა ჰქონდეთ გაცნობიერებული მუზეუმის მისაია, რადგან ხელი არ შეუშალონ მუზეუმის მუშაობას.

მიზანი: 1. გამოუმუშაოს მოზარდს ისტორიული, ლიტერატურული და ა.შ. მემკვიდრეობებისადმი პატივისცემა. მას ჩამოუყალიბდება ფიქრის კულტურა და გარემო. აქედანვე დაიმკვიდრებს ადგილს საზოგადოებაში. (ღირსებით, სამართლიანობით, ტოლერანტობით).
2. განვითარების სტრატეგიული და სამუშაო გეგმების შემუშავების დროს გაითვალისწინოს, ვიზიტორის წინაშე ეფექტურად წარადგინოს თავისი შესაძლებლობები.

ამოცანა: მოსწავლეების ჩაბმა სამუზეუმო საქმიანობაში, შეადგინოს მრავალფუნქციური საგანმანათლებლო პროგრამა ბავშვებისა და მოზარდებისათვის.

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG