პროფესორ მოსე გოგიბერიძის სახლ-მუზეუმი

   მოსე ივანეს ძე გოგიბერიძე დაიბადა 1897 წელს. დაწყებითი განათლება სოფელ ქვენობნის სამრევლო სკოლაში მიიღო. 1908 წელს, სწავლა გააგრძელებინეს ოზურგეთის საქალაქო სასწავლებელში. ამ პერიოდში მოსეს გარდაეცვალა მამა. მან წვალებითა და გაჭირვებით მიიღო სათანადო განათლება და დიდი სიყვარული და პატივისცემა დაიმსახურა თანამემამულეთა მხრიდან.
   მის კალამს ეკუთვნის ნაშრომები ფილოსოფიის, სოციოლოგიის, ლიტერატურადმცოდნეობის, ხელოვნებათმცოდნეობისა და მეცნიერების რიგ პრობლემებზე. ის წერდა მონოგრაფიას პეტრე იბერიელის შესახებ, ასევე მეცნიერული გამოკვლევა მიუძღვნა შოთაA რუსთაველს.
   1922 წლის ზაფხულში მოსე გოგიბერიძე, მარბურგის უნივერსიტეტის უმაღლეს ფილოსოფიურ ფაკულტეტს წარუდგენს სადოქტორო დისერტაციას, თემაზე (გერმანულ ენაზე) `სოლომონ მაიმნოსის აზროვნების თეორია კანტსა და ლოგიკური იდეალიზმის შემდგომ განვითარებასთან ურთიერთობაში.~ ის აბარებს ზეპირ გამოცდებს, მას ფაკულტეტი ფილოსოფიის დოქტორობას ანიჭებს.
   1949 წლის 10 ოქტომბერს 52 წლის ასაკში პროფესორი მოსე გოგიბერიძე გარდაიცვალა (გადასახლებაში). 1975 წელს მომწიფდა აზრი პროფესორის მშობლიურ სოფელში სახლ-მუზეუმის გახსნის თაობაზე. პროფესორ მოსე გოგიბერიძის სახლ—მუზეუმის ფონდში წარმოდგენილია პროფესორის პირადი ნივთები, ხელნაწერები, წიგნები, საგვარეულო ფოტო-გამოფენა.

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG