აკადემიკოს ნიკო მარის სახლ-მუზეუმი

სოფელი დაბლაციხე

ნიკო მარი სიამაყით აცხადებდა: "ძველ ქართულ ხუროთმოძღვრებას, მხატვრობას და საზოგადოდ ხელოვნებას, მხოლოდ მეცნიერთა კვლევა აკლია და არა მაღალი ღირსება."
   შოტლანდიელი დიდგვაროსანი იაკობ პატრიკის ძე მარი (1779-1871) ცნობილი იურისტი და აგრონომი იყო. ძმებთან გაყრისა და მემკვიდრეობის მიღების, შემდეგ ესპანეთში გადავიდა საცხოვრებლად და შეირთო ცოლი.
სხვადასხვა სახელმწიფოებში ცხოვრების, შემდაგ ისინი ჩამოვიდნენ საქართველოში, კერძოდ გურიაში და გურიის მთავრის გურიელის კარზე დაიწყეს თავისი საქმიანობის პოპულარიზაცია. იაკობ მარს გარდაეცვალა მეუღლე, ობლად დარჩა ქალ-ვაჟი. მან მეორე ცოლად შეირთო გურული ქალი აღათი მაღულარია. 1864 წელს შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ნიკო დაარქვეს.
   ნიკო მარმა, როგორც მეცნიერმა ადრიდანვე მიიპყრო მსოფლიოს ყურადღება. იაკობ გოგებაშვილი ახალგაზრდა მეცნიერის შესახებ სიამაყის გრძნობით წერდა: "ნიკო მარი, რომელსაც უდიდესი მეცნიერები ამომავალ ვარსკვლავს უწოდებენ ქართველია."
   ექვთიმე თაყაიშვილი ამბობდა: "მარის გამოკვლევები ქვაკუთხედია ჩვენი წარსულის შესასწავლად მარტო გრ. ხანძთელის მეტი, რომ არაფერი გამოეცა ამით დარჩებოდა ქართული ლიტერატურის უდიდესი მკვლევარი და კიდევ რამდენი გააკეთა."
   1934 წელს ნიკო მარი გარდაიცვალა.
   ნიკო მარს 600—მდე დიდი და პატარა ნაშრომი აქვს გამოქვეყნებული, 2000—ზე მეტი სახელწოდების ნაშრომი, სალექციო კურსები ხელნაწერთა თარგმანები და სხვა.
   1985 წელს ჩოხატაურის N1 საშუალო სკოლის ეზოში აიგო გურული ტიპის ოდა--სახლი. გაიხსნა აკადემიკოს ნიკო მარის სახლ-მუზეუმი. 1999 წლის 09 ოქტომბერს ჩოხატაურში გაიმართა სახელოვანი მეცნიერის, აკადემიკოს ნიკო მარის დაბადების 135 წლისთავისადმი მიძღვნილი საღამო. მეცნიერის სახლ-მუზეუმი გაიხსნა მშობლიურ სოფელ დაბლაციხეში.
   მეცნიერის სახლ-მუზეუმში დაცულია: აკადემიკოს ნიკო მარის პირადი ნივთები, ხელნაწერები, საგვარეულო ფოტო ალბომი და ბევრი სხვა საინტერესო ექსპონატი.

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG