მწერალ ნოდარ დუმბაძის სახლ-მუზეუმი

სოფელი ხიდისთავი   

ნოდარ ვლადიმერის ძე დუმბაძე დაიბადა 1928 წლის 14 ივლისს, ქ. თბილისში. მოსამსახურის ოჯახში. 1945 წელს დაამთავრა სოფელ ხიდისთავის საშუალო სკოლა. ამავე წელს ჩაირიცხა თ.ს.უ. ეკონომიკის ფაკულტეტზე. 1957 წლიდან მწერალი იწყებს სხვადასხვა საპასუხისმგებლო თანამდებობებზე მუშაობას ჟურნალებში "ცისკარსა" და "ნიანგში", კინოსტუდია "ქართულ ფილმში". 1965 წლიდან მუშობს ჟურნალ "ნიანგის" მთავარ რედაქტორად. იყო სსრკ მწერალთა კავშირის გამგეობის პრეზიდიუმის წევრი. გარდაცვალებამდე იყო საქართველოს მწერალთა კავშირის გამგეობის თავმჯდომარე.
1959წელს გამომცემლობა "საბჭოთა საქართველომ" გამოსცა ლექსების პირველი კრებული- "დაილოცოს!" ამავე წელს დაიბეჭდა ჟურნალ "ცისკარში" პირველი ნაწილი რომანისა "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი." მას მოჰყვა გამომცემლობა "ხელოვნებისაგან" მოთხრობების კრებული "სოფლელი ბიჭი".
1960 წელს ცალკე წიგნად "საბჭოთა საქართველომ" გამოსცა "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი." ითარგმნა რამდენიმე უცხოურ ენაზე. ამავე წელს რომანი პიესად გადაკეთებული დაიდგა კ. მარჯანიშვილის სახელობის აკადემიური თეატრის სცენაზე. 1961 წელს კინოსტუდია "ქართულმა ფილმმა" ნაწარმოების მიხედვით გადაიღო მხატვრული ფილმი. სპექტაკლი "მე, ბებია, ილიკო და ილარიონი" იდგმებოდა სხვადასხვა სახელმწიფოების თეატრების სცენებზე.
1988წელს, საქართველოს მთავრობისა და მინისტრთა საბჭოს დადგენილებით გადაწყდა მწერლის მშობლიურ სოფელ ხიდისთავში (ზენობანი) სახლ-მუზეუმის აშენება. (მწერალს სიცოცხლეშივე სურდა მამისეულ სოფელში სააგარაკო სახლი ჰქონოდა და არქიტექტურული იერსახეც ჰქონდა გონებაში მოხაზული, მაგრამ არ დასცალდა.
მწერლის მეგობარმა დავითაიამ კარგად იცოდა, როგორი სახლის აშენება სურდა ნოდარს, ამიტომ პროექტზე მუშაობისას მაქსიმალურად გაითვალისწინა მწერლის სურვილები).
1989 წლის გაზაფხულზე მშენებლობა დაიწყო. ცნობილი მოვლენების გამო მუზეუმის შენობის მშენებლობა შეწყდა. 1994 წლის მაისში კვლავ გნახლდა სამშენებლო სამუშაოები და 1994 წლის 06 აგვისტოს მუზეუმის ექსპოზიცია გაიხსნა. მუზეუმის ფონდში დაცულია: მასალები მწერლის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. ფოტო არქივი, ხელნაწერები, წიგნები, მწერლის პირადი ნივთები და სხვა.

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG