წარმოგიდგენთ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში შემუშავებულ ტურისტულ მარშრუტებს.

ტურისტების გადაადგილება მოხდება როგორც ავტოტრანსპორტით, ასევე ცხენებით და ფეხით. იცხოვრებენ წინასწარ შერჩეულ კერძო ხის სახლებში და კარვებში. საკვებად გამოიყენებენ მთის მცენარეულ და ცხოველურ, ეკოლოგიურად სუფთა საკვებს. ამ კუთხისათვის დამახასიათებელ კერძებს (კეცზე გამომცხვარ ხაჭაპურსა და მჭადს, საცივსა და ბაჟეს, კაიმაღს, ბორაოს, მთის კალმახს, აქაურ სანელებლებსა და საკმაზებს) მოისმენენ სოფლებში შენარჩუნებულ უძველეს, ტრადიციულ, კუთხურ სიმღერებს, გაეცნობიან და შეიძენენ რეწვის ნიმუშებს, წინდები, ხელთათმანები, ქუდები, ხალიჩები, თავსაფრები, თხილამურები, ხის საოჯახო და¸მუსიკალური ინვენტარი და სხვა. ტურისტები გამოცდილ ინსტრუქტორებთან დაეუფლებიან ცხენით სიარულს, თევზაობას, მიიღებენ მზის აბაზანებს, ისწავლიან კარვების გაშლას, კერძების მომზადებას. აქ შესანიშნავი გარემოა დელტაპლანერისტებისათვის, მხატვრობის, ფოტო და ვიდეო გადაღებებისათვის. სტუმრები აღტაცებული დარჩებიან ტრადიციული დოღის, ცხენბურთისა და ისინდის ნახვით. ასევე ნადირობის უძველეს სახეობაში _ მიმინოებით ფრინველების ჭერა _ ბაზიერთა უბადლო ოსტატობით. ტურისტები გაეცნობიან ორგანულად სუფთა სიმინდის, კარტოფილის, თაფლის, რძისა და ხორცის პროდუქტების წარმოების, ადგილობრივი ჯიშის ღვინოებისა და ჩურჩხელების დამზადების ტექნოლოგიებს. სტუმრებს მეგზურობას გაუწევენ მაღალკვალიფიციური გიდები.
დაგვიკავშირდით:
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა
ტელ: 577417810
E-mail: This email address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it.

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG