„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“

7 დეკემბერი - პროექტის ფარგლებში, საქართველოს 10 რეგიონში შეიქმნა ინფორმაციის გავრცელების და კომუნიკაციის ხელშეწყობის, ტრენინგებისა და სხვა აქტივობების ცენტრი (ჰაბი).
გურიის რეგიონულ ჰაბს წარმოადგენს ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი.
ღონისძიების მიზანია რეგიონში ჰაბის ცნობადობის გაზრდა და დაინტერესებულ მხარეებს შორის ეფექტური დიალოგის დაწყება.

„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“

პროექტი „გააცოცხლე გურია“

27 ოქტომბერს გურიის რეგიონში კულტურული ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გუბერნატორის ადმინისტრაციის მხარდაჭერითა და საკონსულტაციო კომპანია "ბრენდორ ქონსალთინგის" ორგანიზებით, პროექტ „გააცოცხლე გურიას“ ფარგლებში კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან, გერმანიის, ქალაქ რემშაიდის მუსიკალური და ხელოვნების სკოლის ხელოვნების დეპარტამენტის უფროსმა თეონა გოგიჩაიშვილმა სამუშაო შეხვედრა გამართა.
როგორც შეხვედრაზე გოგიჩაიშვილმა აღნიშნა, მისი გურიაში ვიზიტის მიზანი არის იმ ტურისტული პოტენციალის შესწავლა, რომელიც აისახება კულტურული ტურიზმის სამოქმედო გეგმაში. აღსანიშნავია, რომ კულტურული ტურიზმის პოპულარიზაცია, ხელს შეუწყობს გურიის რეგიონის ტურისტული პოტენციალის ამაღლებას.
„გააცოცხლე გურიას“ ფარგლებში რეგიონს უკვე სტუმრობდა ინგოლშტატის (გერმანია) უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტიდან 25 ეკონომ-გეოგრაფი მაგისტრატურის სტუდენტი. სტუდენტებმა სადიპლომო ნაშრომის ფარგლებში, რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში, ტურისტული ადგილების პოტენციალის პირველადი კვლევა განახორციელეს.

პროექტი „გააცოცხლე გურია“

რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი - „ფუძეობა“

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში სახალხო დღესასწაული „შემოქმედობა 2017“ და რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ აღინიშნა.
რეგიონალურ ფოლკლორულ ფესტივალზე მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა: ,,გურია'', ,,მანდილი'', ხალხურ საკრავთა ანსამბლი: ,,ნართი'', მგალობელ-მომღერალთა გუნდი „ამაღლება".
ფესტივალის ფარგლებში მოეწყო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ეთნო კუთხე, სადაც გამოფენილ იქნა რეწვის ოსტატთა ნამუშევრები, აგრო პროდუქტები და სახელოვნებო სკოლების ნამუშევრები.

რეგიონალური ფოლკლორული ფესტივალი - „ფუძეობა“

მდგრადი ტურიზმის სწავლების მეთოდოლოგიის “PM4SD – პროექტის მენეჯმენტი მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის”

ოთხივე მუნიციპალიტეტი სამხარეო ადმინისტრაციაში UNWTO (მსოფლიო ტურიზმის ორგანიზიის) UNEP, ევროკომისიის ETIS, ევროპარლამენტისა და სხვა გლობალური ორგანიზაციების მდგრადი ტურიზმის წამყვან ექსპერტს სილვია ბარბონესა და ზემო ბავარიის და მიუნხენის სავაჭრო სამრეწველო პალატის (გერმანია) პროექტის მენეჯერს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში კნუტ გერბერს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს პროექტი, რომელიც გურიის რეგიონში მდგრადი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

მდგრადი ტურიზმის სწავლების მეთოდოლოგიის “PM4SD – პროექტის მენეჯმენტი მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის”

მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა

გურიის რეგიონის მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გურიის გუბერნატორის ოფიციალური მოწვევითა და საკონსულტაციო კომპანია "ბრენდორ ქონსალთინგის" ორგანიზებით, რეგიონს ეწვია ინგოლშტადტის (გერმანია) უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტიდან 25 ეკონომ-გეოგრაფი მაგისტრატურის სტუდენტი.
7 აგვისტოს „სტუდენტები სადიპლომო ნაშრომის ფარგლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ტურისტული ადგილების პოტენციალის პირველადი კვლევა განახორციელეს. აღნიშნული კვლევის შედეგები ღირებული იქნება რეგიონის მდგრადი ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებისთვის“.
როგორც შეხვედრაზე ინგოლშტადტის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა ჰარალდ ფეჰლანერმა აღნიშნა, მათი გურიაში ვიზიტის მიზანი არის იმ ტურისტული პოტენციალის დეტალურად შესწავლა, რომელიც ამ რეგიონს ტურიზმის მიმართულებით გააჩნია. უნდა დაიდოს სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება ტურიზმის პოლიტიკის მართვა და რეგიონში ინვესტიციების მოზიდვა.
აღსანიშნავია, რომ პროფ. ჰარალდ ფეჰლანერი გახლავთ ტურიზმის სამეცნიერო ექსპერტების საერთაშორისო ასოციაციის AIEST-ის პრეზიდენტი და მისი თაოსნობით განხორციელებულია ტურიზმის, რეგიონალური განვითარებისა და მართვის უამრავი სამეცნიერო კვლევა წამყვანი კვლევითი ცენტრის - Eurac Research-ის (www.eurac.edu), ინგოლშტადტის უნივერსიტეტის (www.ku.de) და მსოფლიოში ტურიზმის ექსპერტების პირველი სამეცნიერო ასოციაციის (www.aiest.org) ფარგლებში.

მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა

24, 25, 26 სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრა

ტურიზმის სფეროში მომუშავე ექსპერტებთან ერთად სამუშაო შეხვედრები - გურიის სტრატეგიის შემუშავება

24, 25, 26 სტრატეგიაზე სამუშაო შეხვედრა

მდგრადი ტურიზმის სწავლების მეთოდოლოგიის “PM4SD – პროექტის მენეჯმენტი მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის”

24 აპრილს იოთხივე მუნიციპალიტეტი სამხარეო ადმინისტრაციაში UNWTO (მსოფლიო ტურიზმის ორგანიზიის) UNEP, ევროკომისიის ETIS, ევროპარლამენტისა და სხვა გლობალური ორგანიზაციების მდგრადი ტურიზმის წამყვან ექსპერტს სილვია ბარბონესა და ზემო ბავარიის და მიუნხენის სავაჭრო სამრეწველო პალატის (გერმანია) პროექტის მენეჯერს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში კნუტ გერბერს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს პროექტი, რომელიც გურიის რეგიონში მდგრადი ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს. 

მდგრადი ტურიზმის სწავლების მეთოდოლოგიის “PM4SD – პროექტის მენეჯმენტი მდგრადი ტურიზმის განვითარებისთვის”

skype კონფერენცია

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ,,კულტურის სტრატეგიის უწყებათაშორისო სამოქმედო გეგმა 2017-2018“ შესახებ skype კონფერენცია გაიმართა. კონფერენციაზე საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილემ ლევან ხარატიშვილმა, გურიის გუბერნატორს გია სალუქვაძეს და მუნიციპალიტეტებში შემავალ კულტურის სამსახურების წარმომადგენლებს დეტალურად ესაუბრა, იმ დოკუმენტის შესახებ, რომელიც განსაზღვრავს კულტურის სფეროში ყველა სამთავრობო უწყების მიერ დაგეგმილ აქტივობებს. ასევე აღინიშნა, რომ აუცილებელია რეგიონში შემოქმედებითი ინდუსტრიების განვითარება და ხელშეწყობა.
კულტურის სტრატეგიის შესაბამისი რეგიონების მოკლევადიანი სამოქმედო გეგმების შემუშავების მიზნით, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას ითანამშრომლოს, როგორც ავტონომიური რესპუბლიკების, ასევე, საქართველოს რეგიონების გუბერნიებისა და მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელ პირებთან და მონაწილეობა მიიღოს რეგიონის კულტურის 2018 წლის სხვადასხვა სამოქმედო გეგმის შემუშავებაში. აღნიშნული თანამშრომლობა მოიცავს კონსულტაციებს სხვადასხვა საკითხზე, როგორიცაა, პრიორიტეტების განსაზღვრა სტრატეგიის ჭრილში, სამოქმედო გეგმის ფორმატი, მისი შემუშავების მეთოდიკა/პროცესი და აგრეთვე, კულტურის სტრატეგიასთან მიმართებით ნებისმიერი სხვა საინტერესო საკითხი.
კონფერენცია კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა, როგორც შეხვედრაზე ლევან ხარატიშვილმა აღნიშნა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან გორაბერეჟოულის დენდროლოგიური პარკის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბალანსზე შესაძლო გადასვლის საკითხთან დაკავშირებით აქტიურად დაიწყება კონსულტაციები.

skype კონფერენცია

28-2 მარტი

28- 2 მარტი - პროექტის ,,მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისთვის “ ფარგლებში, ამავე პროექტის მონაწილეებისათვის, ოზურგეთში სამდღიანი ტრენინგი ჩატარდა. პროექტში ჩართული, გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტის, პიარისა და ტურიზმის სამსახურების წარმომადგენლებმა, პროფესორ რომინა მიორელთან და პროექტის ექსპერტ ეველინ შპაიხ- ბერთან ერთად სამოქალაქო მონაწილეობისა და საჭიროებების კველვათა მეთოდოლოგიებზე იმსჯელეს. პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის „სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის“ წარმომადგენლებმა, მონაწილეების ჩართულობით, პრაქტიკული ჯგუფური სამუშაოებითა და უკვე კარგად აპრობირებული მეთოდოლოგიით, საჭირო მონაცემები, მიზნები განსაზღვრეს და პროექტით გათვალისწინებული ის აქტივობები დაგეგმეს, რომელიც გურიის მოსახლეობასთან შეხვედრას, მათი საჭიროებებისა და ტურისტული პოტენციალის კვლევას, ასევე ,,CHARRETTE”-ის ღონისძიებებისათვის მომზადებას ისახავს მიზნად. შემუშავდა კონკრეტული გეგმა-გრაფიკი, რომლის მიხედვითაც ჯგუფები მუნიციპალიტეტებში მოსახლეობასთან შეხვედრებს გამართავენ და მათი აქტიური თანამონაწილეობით, იმ საჭიროებებს მოიკველვენ, რომლებიც ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

28- 2 მარტი

15 თებერვალი

15 თებერვალი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“, ევროკავშირის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია და გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში დღეს სასტუმრო „სემის“ საკონფერენციო დარბაზში კონფერენცია ჩატარდა. შეხვედრას გურის მხარის და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ასევე დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლები, ექსპერტები და ადგილობრივი მეწარმეები დაესწრნენ.
შეიქმნა პროექტის ლოგო და სლოგანი სახელწოდებით - „რა ყოფილა გურია.“ ეს იყო პირველი ეტაპი, იმ დიდი სამუშაოსი, რაც უკვე დაწყებულია გურიაში ტურიზმის განვითარებისთვის,“.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: შესრულებული სამუშაოები და საჭიროებები, პროექტის მონაწილე მუნიციპალიტეტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს. შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომლის პრეზენტაციაც აპლიკანტი ორგანიზაციის - „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ ხელმძღვანელმა, ლევან მჟავანაძემ წარმოადგინა. აპლიკაციით შესაძლებელია ინფორმაციის მოპოვება გურიის ტურისტული ძეგლებისა და რეგიონში არსებული ტურსტული სერვისების შესახებ.
შეხვედრაზე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ოთარ კონჯარიამ გურიაში ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად სამინისტროს მიერ შემუშავებული კონცეფცია გააჟღერა.
როგორც ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის წარმომადგენელმა მედეა ჯანიაშვილმა აღნიშნა დეპარტამენტის მხარდაჭერით დაიგეგმა ტრენინგები, შეიქმნა PR პროდუქტები და შემუშავდა გურიის რეგიონის ტურისტული რუკა.
შეხვედრის ბოლოს პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში დაგროვილი მასალები შეჯამდა.

15 თებერვალი

“საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის ხელშეწყობა ტურიზმის განვითარებისთვის გურიაში”

7 იანვარი - პროექტის საბოლოო შედეგების პრეზენტაცია.
პროექტს ორგანიზაცია „საერთაშორისო ბიზნესის განვითარებისა და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრი (IBDIPC) ახორციელებდა და გურიაში ტურისტული პოტენციალის გაზრდას ითვალისწინებდა.
პრეზენტაციაზე წარმოადგინეს:
• პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების შეჯამება
• გურიის ტურიზმის სექტორში არსებული რეალობისა და პოტენციალის კვლევის შედეგები
• გურიაში ტურიზმის საკოორდინაციო საბჭოს კონცეფცია
• რეკომენდაციები გურიის რეგიონის ტურისტული პოტენციალის მარკეტინგის/პრომოუშენისთვის
შეხვედრას დაესწრნენ გურიის სამხარეო ადმინისტრაციისა და მუნიციპალიტეტების თანამშრომლები, ასევე, მედიის, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები.
აღნიშნული პროექტი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მცირე გრანტების პროგრამის “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD) ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.

საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის ხელშეწყობა ტურიზმის განვითარებისთვის გურიაში

„შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონები“

  27 დეკემბერი - საინფორმაციო შეხვედრა, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. ევროკავშირისა და აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამის - „კულტურა და კრეატიულობის“ ახალი ინოვაციების შესახებ - „შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონები“ პროგრამის ფარგლებში.
  შეხვედრის მიზანი იყო, სამოქმედო გეგმის განვითარების შესაძლებლობა ქალაქებსა და რეგიონებში სოციალურ-ეკონომიკური განვითარებისათვის, კულტურის ადგილობრივი რესურსებისა და პოტენციალის გამოყენების შესახებ. პროექტი ითვალისწინებდა ადგილობრივი კულტურისა და შემოქმედებითი რესურსების შესახებ მონაცემების შეგროვებას.

„შემოქმედებითი ქალაქები და რეგიონები“

,,რა ყოფილა გურია''

დეკემბერს, პროექტის ,,მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ ფარგლებში, სამეთვალყურეო საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში მონაწილეობა გურიის მხარისა და ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელმა პირებმა მიიღეს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, რომელიც ამავდროულად სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეა პროექტის მნიშვნელობაზე დეტალურად ისაუბრა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, შესასრულებული სამუშაოები და საჭიოროებათა კვლევები, პროექტში მონაწილე საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს. აღსანიშნავია, რომ სამეთვალყურეო საბჭომ დაამტკიცა პროექტის ვიზუალი, შეიქმნა პროექტის ლოგო და სლოგანი „რა ყოფილა გურია“. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსმა ნანა თავდუმაძემ, რომელიც ამავდროულად პროექტის დირექტორია, ჩატარებულ ტრენინგებსა და ორგანიზაციულ განვითარებებზე მიაწოდა ინფორმაცია პროექტის მონაწილეებს. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის პროექტი „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“, ევროკავშირის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია, ის გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტს აერთიანებს და მიმართულია გურიის პოტენციალის გამოკვლევასა და შეფასებაზე, მოქალაქეთა მცირემაშტაბიანი აქტივობების მხარადჭერაზე, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებასა და სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე.

რა ყოფილა გურია

პროექტი - საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის ხელშეწყობა ტურიზმის განვითარებისთვის გურიაში

2016 წლის 5 სექტემბერი. პროექტი - "საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის ხელშეწყობა ტურიზმის განვითარებისთვის გურიაში" .აღნიშნული პროექტი განხორციელდა გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მცირე გრანტების პროგრამის “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD) ფარგლებში, სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით.
მოწვეულთა შორის იმყოფებოდნენ: გურიის მუნიციპალიტეტები, საჯარო და კერძო სექტორის წარმომადგენლები, შიდა ტურიზმის ექსპერტები და შერჩეული ტურისტული კომპანიები (თბილისიდან და ბათუმიდან), ტურიზმის ეროვნული სააგენტოს და აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის წარმომადგენლები და რამდენიმე დონორი ორგანიზაცია(UNDP, GTZ, და ა.შ.).
კონფერენციის მთავარი მიზანი გახლდათ გურიის ტურისტული პოტენციალისა და ცნობიერების ამაღლება, ასევე - შემდგომი განვითარებისთვის პოტენციურად დაინტერესებული მხარეების მოზიდვა. კონფერენცია ორ ნაწილად ჩატარდა - პირველ ნაწილში რამდენიმე მოწვეულმა სტუმარმა გააკეთება პრეზენტაცია, მათ შორის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა ტურიზმის განვითარების საკითხებზე, ასევე მუნიციპალიტეტებმა წარმოადგინა არსებული სიტუაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხედვა ამ კუთხით. მეორე ნაწილი დაეთმო დისკუსიას გურიაში ტურიზმის განვითარების კონკრეტული საკითხების განხილვას.
პრეზენტაცია ითვალისწინებდა:
- ტურიზმის პოტენციალი, არსებული სიტაუცია, პერსპექტივები.
- მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული რესურსების/ადგილების მოკლე მიმოხილვა
- არსებული სიტუაცია ტურიზმის განვითარების კუთხით - რა პროექტები ხორცილდება, რა სიტუაციაა ინფრასტრუქტურის კუთხით და ა.შ.
- მუნიციპალიტეტების აქტივობები ტურიზმის კუთხით - რა მიზნობრივ პროგრამებს ახორციელებენ მუნიციპალიტეტები ტურიზმის განვითარების კუთხით
- როგორია მუნიციპალიტეტების ხედვა / გეგმები - ტურიზმის განვითარების და პრომოუშენის კუთხით, ან რაიმე კონკრეტულ ტურისტულ პროექტებს თუ გეგმავს მუნიციპალიტეტი
კონფერენციას ასევე ესწრებოდნენ - საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაიცა, 2 უცხოური კომპანიის წარმომადგენელი (გეგმავენ ტურიზმის სფეროში ინვესტირებას რეგიონებში) - და შესაბამისად მნიშვენლოვანია, რომ მუნიციპალიტეტებმა წარმოაჩინონ - რა პოტენციალია და რა გეგმები/ხედვები არსებობს ადგილზე.

პროექტი - "საჯარო და კერძო სექტორების პარტნიორობის ხელშეწყობა ტურიზმის განვითარებისთვის გურიაში"

გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგია - სასტარტო ეტაპი დაიწყო

ევროკავშირის საგრანტო პროექტის ფარგლებში „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ - პროგრამაში ჩართული მონაწილეებისთვის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტის პიარ სამსახურებმა, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და პროექტის ბენეფიციარებმა ე.წ. workshop -ზე ის ძირითადი მიმართულებები განიხილეს, რომელიც სასტარტო ეტაპზე უნდა განხორციელდეს.
შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.
პროექტი წარმოადგენს საჯარო, გამჭვირვალე და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებულ პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს გურიის ტურიზმის სექტორის მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობას და გურიის ყველა მუნიციპალიტეტს აერთიანებს.
პროექტში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაციები: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი. გუნდი საერთო პრინციპებზე დაყრნობით გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე იმუშავებს. მონაწილეობითი პროცესი ე.წ. CHARETTE უზრუნველყოფს ადგილობრივი საჭიროებებისა და მოთხოვნების სრულად გათვალისწინებას, ასევე იმ პროექტებსა და ინიციატივებზე ფოკუსირებას, რომლის საშუალებითაც მოხდება ტერიტორიული განვითარების სამოქმედო გეგმების შემუშავება.
პროექტი „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ რეგიონულ და ეროვნულ დონეზე მოქალაქეთა მცირემასშტაბიანი აქტივობების მხარდაჭერას და განსაზღვრული ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური პროექტების განვითარების ლობირებას ითვალისწინებს.

გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგია - სასტარტო ეტაპი დაიწყო

„მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“

  პროექტის ფარგლებში „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში, პროექტის მონაწილეებისთვის ტრენინგი ჩატარდა.

27-28 06.2016

18.07.2016

19.07.2016

"კერძო და სახელმწიფო სექტორის თანამშრომლობა ტურიზმის სექტორში”

  ტრენინგის მიზანი და თემატიკა გახლდათ მონაწილეებისთვის ტურიზმის სფეროში კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობის ძირითადი პრინციპების, მოსაზრებების და ამ კუთხით ევროპული გამოცდილების გაცნობა.
  ტრენინგი მოიცავდა, როგორც თეორიულ, ისე პრაქტიკულ ნაწილს და ჯგუფური მუშაობის ელემენტებს. ვორქშოფის დროს განხილული იქნა ის ძირითადი საკითხებიც, რაც მნიშნველოვანია ამ ეტაპზე გურიაში ტურიზმის განვითარების კუთხით.
  ტრენერი - კნუტ გერბერი (გერმანია). ტრენერს გააჩნდა ტურიზმის სფეროში სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების განვითარების მრავალწლიანი გამოცდილება, როგორც საქართველოში ისე აღმოსავლეთ ევროპაში.

გურიის რეგიონში ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ორგანიზაცია “საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის”, (IBDIPC) პროექტის - “სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობა გურიაში ტურიზმის განვითარებისთვის” პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ზვიად ელიზიანმა წარმოადგინა.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება მცირე გრანტების პროგრამის “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD) ფარგლებში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით ახორცილებს.
პროექტის ძირითადი მიზანია, სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გააქტიურების გზით, გურიის რეგიონში ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.
პროექტი მოიცავს შემდეგ ძირითად აქტივობებს:
• ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგების ორგანიზება - “ტურიზმის მდგრადი განვითრება კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობით (PPP)” და “ტურიზმის მდგრადი განვითარების სტრატეგიული დაგეგმვა რეგიონალურ დონეზე”
• სამუშაო შეხვედრები კერძო და სახელმწიფო სექტორის მონაწილოებით
• ტურიზმის სფეროში არსებული სიტუაციის კვლევა - არსებული სიტუაციის, პრობლემებისა და შესაძლებლობების შეფასებისთვის
• გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე მომუშავე ერთიანი ორგანოს/საბჭოს ინსტიტუციონალური კონცეფციის შექმნა
• გურიის რეგიონისთვის ტურიზმის მარკეტინგული სამოქმედო გეგმის შემუშავება
• გურიაში ტურიზმის განვითარების საკითხებზე ორიენტირებული კონფერენცია და ინფო-ტური.

გურიის რეგიონში ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა

„მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“

ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ - პრეზენტაცია გაიმართა.
შეხვედრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ გახსნა. გამგებელმა, როგორც სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელმა პროექტის მნიშვნელობასა და განსახორციელებლ აქტივობებზე ისაუბრა. სტუმრებს ევროკავშირის დელეგაციის სახელით დომინიკას კუბიდასი მიესალმა. პრეზენტაცია პროექტის დირექტორმა ნანა თავდუმაძემ წარმოადგინა. სამომავლო გეგმებზე პროექტის კოორდინატორმა ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის ხელმძღვანელმა მინდია სალუქვაძემ ისაუბრა.
პრეზენტაციას გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე, გუბერნატორის მოადგილეები, ოთხივე მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო ორგანიზაციისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
ევროკავშირის კონკურსის გამარჯვებული პროექტი წარმოადგენს საჯარო, გამჭვირვალე და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებულ პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს გურიის ტურიზმის სექტორის მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობას. აერთიანებს გურიის ყველა მუნიციპალიტეტს. პროექტში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაციები: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი. გუნდი საერთო პრინციპებზე დაყრნობით გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე იმუშავებს.
დასახული მიზნების მისაღწევად პროექტი მიმართულია:
• ადგილობრივ თვითმმართველობასა და ადგილობრივ არასახელისუფლო სექტორებს შორის თანამშრომლობითი და ეფექტური ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე.
• გურიის ტურისტული პოტენციალის გამოკვლევასა და შეფასებაზე.
• ტურისტული ადგილებისა და შესაბამისი ბიზნესსექტორების მდგრადი განვითარებისთვის მონაწილეობითი სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე.
• მოქალაქეთა მცირემასშტაბიანი აქტივობების მხარდაჭერაზე და განსაზღვრული ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური პროექტების განვითარების ლობირება რეგიონულ და ეროვნულ დონეზე.
პრეზენტაციის შემდეგ მოხდა სამეთვალყურეო საბჭოს დებულების განხილვა - დამტკიცება. საბჭოს წევრებმა საორგანიზაციო საკითხები განიხილეს და მომავალი შეხვედრის თარიღზე შეთახმდნენ.

„მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“

ჩოხატაურს ისრაელის ელჩი სტუმრობდა

 ჩოხატაურს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იუვალ ფუქსი სტუმრობდა, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,შალომ კლუბ გურია“-ს ისრაელის ტექნოლოგიით აგებული სათბური გადასცა.
 ელჩი ასევე დაესწრო ისრაელის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის ორგანიზებითა და ისრაელის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,შალომ კლუბ გურია“- მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ,რომელიც უკვე მესამე წელია ტარდება და ეძღვნება ისრაელელ და ქართველ გმირებს რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირნენ. წელს ტურნირს აზერბაიჯანის მოჭიდავეთა გუნდიც დაემატა.
 შემდეგ, ღონისძიებამ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში გადაინაცვლა, სადაც კონკურსში ,,ისრაელი“ გამარჯვებულ მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაჯილდოება მოხდა. ელჩმა და ,,შალომ კლუბ გურია“- ს ხელმძღვანელმა ბატონმა ზაურ ოსეფაიშვილმა ისინი დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

ჩოხატაურს ისრაელის ელჩი სტუმრობდა

,,აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში''

მიმდინარე წლის 15 მაისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა (chokhatauri.ge) და ა/ს ,,ტურიზმი და რეალობა“-მ (tourismreality.ge) უმასპინძლა პროექტის "აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში" (discovergeorgia.ge, travelgis.ge, gnta.ge) რიგით მეორე ექსპედიციას.
სტუმრები: ტურიზმის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ლაშა ჩხაიძე, „ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრის TravelGIS-ის დამფუძნებელი სერგო ცირამუა, ტურისტული კომპანია „აღმოაჩინე საქართველოს“ ხელმძღვანელი ნინა კეკელიძე, თამარ ექვთიმიშვილი (Discover Georgia), ა/ო „ტურიზმი და რეალობა“- დირექტორი ეკა დევიძე, ოპერატორი ლუკა ქირია.
სტუმრებს უმანსპინძლა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბატონმა ზაალ მამალაძემ და „ტურიზმი და რეალობა“-ს კოორდინატორმა ანა შარაშენიძემ.

აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში

Read more: ,,აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში''

ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ღია კარის დღე

 8 მაისს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობისა და საკრებულოს მხარდაჭერით, კულტურის განყოფილების ორგანიზებით, კრიმანჭულის სკვერში, ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ღია კარის დღე გაიმართა.
 ღონისძიება ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებმა შემოქმედებითი ნაწილით (მინი კონცერტით) გახსნეს.
 ღია კარის დღის ოფიციალური ნაწილი ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის შიდა პროგრამების გაცნობით დაიწყო, რასაც დამსწრეებსა და პრორექტორ ბატონ, გოჩა თუთბერიძეს შორის დიალოგი მოჰყვა, პრეზენტაცია სტუდენტური ცხოვრების ამსახველი ვიდეო რგოლის ჩვენებით დასრულდა.
 ევროპის სასწავლო უნივერსიტეტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, სამომავლო თანამშრომლობასა და უფრო ფართო მასშტაბიან შეხვედრებს გეგმავს.
 ღონისძიებას ლანჩხუთისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების მოსწავლეები, პედაგოგები და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.

ევროპის სასწავლო უნივერსიტეტის ღია კარის დღე

შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა

 საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, დღეს 21 დეკემბერს, 2015 წლის შემაჯამებელი რეგიონალური სამუშაო შეხვედრა გამართა.
 შეხვედრის თემა იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რაიონული მუნიციპალიტეტების გააქტიურება და მათი როლი აღნიშნული სფეროს განვითარებაში.
 შეხვედრა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა,ნიკა ანთიძემ გახსნა. მან იმ მნიშვნელოვან საკითხებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც აუცილებლობას წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში - შავი არქეოლოგიის პრობლემატიკა, ახალი კანონპროექტები, მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლების მართვა და მათი მოვლა-პატრონობა.
 გარდა ამისა, ისაუბრა საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობაზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტოს თანამშრომლობაზე უცხოელ პარტნიორებთან და ასევე იმ რეგიონებთან, სადაც განთავსებულია იტორიული ძეგლები.

შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა

ჯილდო საუკეთესო პრაქტიკისთვის

 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტისა და არასამთავრობო ორგანიზაცია „ტურიზმი და რეალობა“-ს მიერ განხორციელებული პროექტი
 “ტურისტული პოტენციალის კვლევისა და მონაცემთა ბაზის შექმნისთვის" ჩოხატაური ათ საუკეთესო მუნიციპალიტეტს შორის დასახელდა.
 დაჯილდოების ცერემონიალი კონფერენციაზე “ადგილობრივი თვითმმართველობა – საუკეთესო პრაქტიკა 2015”-ის ფარგლებში გაიმართა. კონფერენციას პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, გუბერნატორები, ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების გამგებლები და მერები ესწრებოდნენ.
 ადგილობრივი თვითმმართველობის საუკეთესო პრაქტიკისთვის ჯილდო ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგებელს ირაკლი კუჭავას გადაეცა.

ჯილდო საუკეთესო პრაქტიკისთვის

საუკეთესო მარკეტინგული დესტინაცია - Best Destination Marketing Award (Welcome to Georgia)

  20 ნოემბერს ქ. თბილისში ფუნიკულიორზე ტურიზმისა და სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიაში პირველი ეროვნული დაჯილდოების ცერემონია გაიმართა. ღონისძიება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით ჩატარდა. ცერემონიალს ტურიზმის სფეროს, მათ შორის სასტუმროების, რესტორნების, ღვინის კომპანიების, ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლები და ტურ-ოპერატორები დაესწრნენ. ღონისძიებაზე 300-ზე მეტი სტუმარი იყო მოწვეული. 21 ნომინაციიდან ჟიურის წევრებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა, საკრებულოსა და არასამთავრო ორგანიზაცია „ტურიზმი და რეალობა“-ს მიერ განხორციელებულ პროექტს მიანიჭა ნომინაცია - საუკეთესო მარკეტინგული დესტინაცია - Best Destination Marketing Award (Welcome to Georgia)

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტი

  2016 წლიდან დაიწყება გურიის რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში ტურისტული განვითარების კუთხით სხავადსხვა პროექტების განხორციელება. ევროკომისიის მიერ გამოყოფილია 370 000 ევრო. 

ისრაელის ელჩის სტუმრობა

  ისრაელის ელჩის სტუმრობა, რომელიც მოწვეული იყო არასამთავრობო ორგანიზაცია „ტოა“-ს და „შალომ“ კლუბის მიერ. ხელმძღვანელი და შეხვედრის ორგანიზატორი ბატონი ზაურ ოსეფაიშვილი.

ვუმასპინძლეთ ჟურნალისტს შვეიცარიიდან ვალტერ ვაისს

  ვუმასპინძლეთ ჟურნალისტს შვეიცარიიდან ვალტერ ვაისს. მათი მიზანი გახლდათ ტურიზმის განვითარება და მისი პოპულარიზაცია, საქართველოს ისეთ რეგიონებში სადაც არის ტურისტული პოტენციალი. მათ მოამზადეს როგორც ფოტო ასევე აუდიო მასალა ბახმაროს თემაზე, მათ ინტერესთა სფეროს წარმოადგენდა კურორტი ბახმარო. მასალები განთავსდება გერმანულ ენოვან წიგნში, რომელიც გადაეცემა ტურისტულ სააგენტოებს. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ტურისტული სააგენტო ”Traffic Travel” და კოორდინატორი ლევან აბაშიძე, გიდი ცოტნე ჯაფარიძე.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო

  გაცნობითი ხასიათის რეგიონალური შეხვედრა გაიმართა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს რეგიონალური ურთიერთობების სამსახურის უფროს დავით ტყეშელაშვილთან. შეხვედრაზე ისტორიული ძეგლების გარშემო ძირითადი პრობლემების გამოვლენისა და საჭიროებების ერთობლივად განხორციელების საკითხები განიხილებოდა.

ვუმასპინძლეთ ხეთის საჯარო სკოლას...

  პროექტის ''ჩემი გზა...ნიკო კეცხოველის კვალდაკვალ'' ფარგლეში ხეთის საჯარო სკოლის x კლასის მოსწავლეებმა გაიარა შემდეგი მარშრუტი: ხეთა-ნაბეღლავი-ზოტი-ბახმარო. პროექტის მიზანი გახლდათ ალპური საძოვრებისა და სუბალპური ტყეების შედარება ნიკო კეცხოველის დროინდელთან. აღნიშნული ინიციატივა ხორციელდება ''ტყის მდგრადი მართვა საქართველოში'' პროექტის ფარგლებში ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისთვის (ADC) მხარდაჭერით.
  ხეთის საჯარო სკოლის მოლაშქრეთა ჯგუფის წევრები: ნანო ნარსია, ელენე ახვლედიანი, თეონა კუტალია, მარიამ კანკია, მარიამ ზარანდია, ანი ქირია და ჯგუფის ხელმძღვანელები: ქ-ნი ნონა მარგველანი, ბ-ნი მერაბ კანკია.

სამდღიანი ლაშქრობა წალკაში

  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო - „რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს ახორციელებს პროექტს - „უცნობი საქართველო“, რომლის ძირითადი მიზანია „ახალგაზრდული ტურიზმის“ განვითარება და პოპულარიზაცია რეგიონებში. კახეთსა და გურიის რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობით, წალკაში მოეწყო 3 დღიანი შემეცნებითი ლაშქრობა სხვადასხვა სახის აქტივობებში: ჰაიკინგი, ტრენინგ-კურსი გარემოს დაცვით თემატიკაზე, ბილიკის მარკირება-მოწესრიგება და სხვა. აღნიშნულ ლაშქრობაში მონაწილეობა მიიღო სამმა ჩოხატაურელმა მოხალისემ: ვაჟა პაიჭაძემ, ნიკა კუტალაძემ და მამულო ცაგარეიშვილმა.

შეხვედრა ბატონ იოსებ ერქომაიშვილთან

  საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო - „რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მხარდაჭერის“ პროგრამის ფარგლებში, მიმდინარე წელს ახორციელებს პროექტს - „უცნობი საქართველო“, რომლის ძირითადი მიზანია „ახალგაზრდული ტურიზმის“ განვითარება და პოპულარიზაცია რეგიონებში. 22 ივნისიდან - 24 ივნისის ჩათვლით, კახეთსა და გურიის რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობით, დაგეგმილია 3 დღიანი შემეცნებითი ლაშქრობების მოწყობა სხვადასხვა სახის აქტივობებით: ჰაიკინგი, ტრენინგ-კურსი გარემოს დაცვით თემატიკაზე, ბილიკის მარკირება-მოწესრიგება და სხვა. ამ პროექტის ფარგლებში მოეწყო გაცნობითი ხასიათის შეხვედრა ლანჩხუთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებისა და ქალაქ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სახელმწიფო რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილესთან ბატონ იოსებ ერქომაიშვილთან. 

Expobatumi 2015

  ბათუმის ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის მე-8 საერთაშორისო გამოფენა. Expobatumi 2015. 20-22 მაისი.

„ექსპო ჯორჯია“ 2015

  ქ. თბილისში 15-18 აპრილს ჩატარდა მე-17 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „ექსპო ჯორჯია“ 2015. გურიის რეგიონი წარმოადგინა ჩოხატაურისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებმა. 2015წლის გამოფენის კატალოგში განთავსდა გურიის შესახებ ორენოვანი გვერდი. ასევე განთავსდა ინფორმაცია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში არსებულ ღირშესანიშნაობებზე საერთაშორისო გამოფენის გამოცემულ რიფლეტში.
  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი დაჯილდოვდა მე-17 საერთაშორისო ტურისტული გამოფენა „ექსპო ჯორჯია“ 2015-ს სერტიფიკატით.

მშვიდობის კორპუსი ჩოხატაურის მუნიციპლიტეტის გამგეობაში

  4 თებერვალს მოეწყო  შეხვედრა ინდივიდუალური და ორგანიზაციული განვითარების პროგრამის ფარგლებში, რომლის მისიაა ადამიანებისა და ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების მეშვეობით საქართველოს მოსახლეობის სოციალურ და ეკონომიკურ კეთილდღეობაში წვლილის შეტანა, ახალგაზრდებზე, ქალებსა და დაუცველ მოსახლეობაზე ყურადღების გამახვილებით. შეხვედრის მიზანი გახლდათ ორგანიზაციული განვითარება - ორგანიზციები განავითარებენ მდგრად პროექტებს, უკეთ წარმართავენ რესურსებს და ითანამშრომლებენ სხვებთნ საკუთარი მიზნების და თემის სასიკეთოდ.

„Falconry Tour“ - ბაზიერობა

   23 ნოემბერს პროექტის ფარგლებში მოეწყო კულტურულ შემეცნებითი ტური, კერძოდ „Falconry Tour“. სტუმრებს შორის იმყოფებოდნენ: შავი ზღვის უნივერსიტეტის, ილიას უნივერსიტეტის და ქ. ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტის სტუდენტები,  დელეგაციასთან ერთად ასევე იმყოფებოდა საქართველოში სასტუმროების ქსელის მეპატორნე - ინდოეთის მოქალაქე ბატონი ჯეიმს ჯესი, საქართველოში სტუდენტად მყოფი აფრიკელი სტუდენტი - შეუნინ რუსკი. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ეკა დევიძე „ტურიზმი და რელაობა“ – კოორდინატორი.

პროექტი „ჩოხატაურის რაიონის ტურისტული პოტენციალის კვლევა და მონაცემთა ბაზის შექმნა“ - პროექტის წერა

   პროექტის  „ჩოხატაურის რაიონის ტურისტული პოტენციალის კვლევა და მონაცემთა ბაზის შექმნა“ ფარგლებში, ჩატარდა მეორე ტრენინგი მიმართულებით - პროექტის წერა. სადაც მონაწილეობა მიიღო ათმა ადამიანმა, რომელთაც გადაეცა ორენოვანი სერთიფიკატი.

კულტურულ-შემეცნებითი ტური ბახმაროში

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ტურიზმის და კურორტების სფეროს სპეციალისტმა ანა შარაშენიძემ ერთობლივი პროექტის ფარგლებში მოაწყო კულტურულ-შემეცნებითი ტური(ბახმარო 2014 , 19 აგვისტო ფერისცვალების დღესასწაული), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლებმა.

პროექტი „ჩოხატაურის რაიონის ტურისტული პოტენციალის კვლევა და მონაცემთა ბაზის შექმნა" - ტრენინგი გიდებისთვის

პროექტის ფარგლებში ჩატარდა ტრენინგი, რომელიც მოიცავდა სამ დღეს. მიმართულებით - გიდების გადამზადება. შედეგად გადამზადდა 17 ადამიანი, რომელთაც გადაეცა ორ ენოვანი სერთიფიკატი.

 

პროექტი „ჩოხატაურის რაიონის ტურისტული პოტენციალის კვლევა და მონაცემთა ბაზის შექმნა" - შედეგები

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პოტენციურ-ტურისტულ რესურსთა ჩამონათვალი;
მონაცემთა ბაზა, გზამკვლევები და ბროშურები ქართულ და ინგლისურ ენებზე;
ახალი და მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტი შეთავაზებული იქნება ტურისტული სააგენტოებისათვის;
გადამზადებული 17 პიროვნება გიდის სპეციალობით;
დასაქმების და ჩართულობის უფრო მეტი შესაძლებლობები თემის წევრებისათვის.
პროექტის ფარგლებში შემუშავებულია და ჩამოყალიბებულია 12 მარშრუტი, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის დაბას, ყველა თემს და მასში შემავალ სოფლებს.
როგორც ფოტო - ვიდეო მასალით ასევე სრული ინფორმაციით აღწერილია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტები და საკურორტო ადგილები, ბალნეოლოგიური წყლები, რელიგიურ-კულტურული ძეგლები, მონუმენტები, მუზეუმები, ეკლესია-მონასტრები, მდინარეები, ჩანჩქერები, პარკები, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის მწარმოებელი მეურნეები (მევენახეები, ჩაის მწარმოებლები, მეფუტკრეები, მეთევზეები და სხვა), წყლის წისქვილები, გურული ტრადიციები (კალანდა, დოღი, ლელობურთი, ბაზიერობა), გურული სამზარეულო, სოფლის ექიმები, (რომლებიც ამზადებენ სხვადასხვა ავადმყოფობებისთვის წამლებს - ხაბეიშვილი, გუდავაძე, ჭკუასელი, ჩხიკვაძე), ხალხური მთქმელები, ხელოვანები, ანსამბლები, სპორტის კორიფეები, რეწვის ოსტატები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, პროფესორ-აკადემიკოსები, პოეტები და მწერლები, ლეგენდები, შელოცვები და ა. შ.

პროექტი „ჩოხატაურის რაიონის ტურისტული პოტენციალის კვლევა და მონაცემთა ბაზის შექმნა" - სამუშაო შეხვედრა

2014 წლის მაისიდან კულტურის სამსახურმა (სპეციალისტი ანა შარაშენიძე) მუშაობა დაიწყო პროექტზე „ჩოხატაურის რაიონის ტურისტული პოტენციალის კვლევა და მონაცემთა ბაზის შექმნა", რომლის დამფინანსებელია ა.ა.ი.პ. „ტურიზმი და რეალობა" (6000 ლარი) და თანადამფინანსებელია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა (4000 ლარი). პროექტის სრული ღირებულება შეადგენს 10 000 ლარს, ხოლო განხორციელების პერიოდი მოიცავს 5 თვეს, ოქტომბრის თვის ჩათვლით.

 

 

გურიის რეგიონი - ბუკლეტის პრეზნტაცია

2014 წლის ივნისის თვეში ქ. ოზურგეთში ჩატარებულ გურიის რეგიონებზე შექმნილ ბუკლეტის პრეზენტაციაზე „გურიის რეგიონი" სადაც ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის შესახებ წარმოდგენილი იქნა ფოტო და საინფორმაციო მასალა ბუკლეტისათვის.

ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები გურიაში

2014 წლის 24 მაისს ქ.ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში მოეწყო შეხვედრა „ტურიზმის განვითარების შესაძლებლობები გურიაში", სადაც მოხდა ინფორმაციების გაცვლა საოჯახო სასტუმროების მეპატრონეებთან, ტურკომპანიების, ტურისტული სააგენტოების და ყველა ამ სფეროთი დაინტერესებულ პირთა შორის.

ბუკლეტის პრეზენტაცია

2014 წლის 11 მაისს ქ.ბათუმში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე გამგეობის, კულტურის სამსახურმა წარმოადგინა ჩოხატაურის ტურისტული ორენოვანი მაღალპოლიგრაფიული ხარისხის ბუკლეტის პრეზენტაცია

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG