პროექტი „ჩოხატაურის რაიონის ტურისტული პოტენციალის კვლევა და მონაცემთა ბაზის შექმნა" - შედეგები
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის პოტენციურ-ტურისტულ რესურსთა ჩამონათვალი;
მონაცემთა ბაზა, გზამკვლევები და ბროშურები ქართულ და ინგლისურ ენებზე;
ახალი და მრავალფეროვანი ტურისტული პროდუქტი შეთავაზებული იქნება ტურისტული სააგენტოებისათვის;
გადამზადებული 17 პიროვნება გიდის სპეციალობით;
დასაქმების და ჩართულობის უფრო მეტი შესაძლებლობები თემის წევრებისათვის.
პროექტის ფარგლებში შემუშავებულია და ჩამოყალიბებულია 12 მარშრუტი, რომელიც მოიცავს მუნიციპალიტეტის დაბას, ყველა თემს და მასში შემავალ სოფლებს.
როგორც ფოტო - ვიდეო მასალით ასევე სრული ინფორმაციით აღწერილია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტები და საკურორტო ადგილები, ბალნეოლოგიური წყლები, რელიგიურ-კულტურული ძეგლები, მონუმენტები, მუზეუმები, ეკლესია-მონასტრები, მდინარეები, ჩანჩქერები, პარკები, სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგის მწარმოებელი მეურნეები (მევენახეები, ჩაის მწარმოებლები, მეფუტკრეები, მეთევზეები და სხვა), წყლის წისქვილები, გურული ტრადიციები (კალანდა, დოღი, ლელობურთი, ბაზიერობა), გურული სამზარეულო, სოფლის ექიმები, (რომლებიც ამზადებენ სხვადასხვა ავადმყოფობებისთვის წამლებს - ხაბეიშვილი, გუდავაძე, ჭკუასელი, ჩხიკვაძე), ხალხური მთქმელები, ხელოვანები, ანსამბლები, სპორტის კორიფეები, რეწვის ოსტატები, კულტურის სფეროს წარმომადგენლები, პროფესორ-აკადემიკოსები, პოეტები და მწერლები, ლეგენდები, შელოცვები და ა. შ.