შემაჯამებელი სამუშაო შეხვედრა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ, დღეს 21 დეკემბერს, 2015 წლის შემაჯამებელი რეგიონალური სამუშაო შეხვედრა გამართა.
შეხვედრის თემა იყო კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, რაიონული მუნიციპალიტეტების გააქტიურება და მათი როლი აღნიშნული სფეროს განვითარებაში.
შეხვედრა საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა,ნიკა ანთიძემ გახსნა. მან იმ მნიშვნელოვან საკითხებსა და პრიორიტეტებზე ისაუბრა, რომელიც აუცილებლობას წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში - შავი არქეოლოგიის პრობლემატიკა, ახალი კანონპროექტები, მსოფლიოს მემკვიდრეობის ძეგლების მართვა და მათი მოვლა-პატრონობა.
გარდა ამისა, ისაუბრა საერთაშორისო ურთიერთობების მნიშვნელობაზე, საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტოს თანამშრომლობაზე უცხოელ პარტნიორებთან და ასევე იმ რეგიონებთან, სადაც განთავსებულია იტორიული ძეგლები.