,,აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში''

მიმდინარე წლის 15 მაისს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა (chokhatauri.ge) და ა/ს ,,ტურიზმი და რეალობა“-მ (tourismreality.ge) უმასპინძლა პროექტის "აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში" (discovergeorgia.ge, travelgis.ge, gnta.ge) რიგით მეორე ექსპედიციას.
სტუმრები: ტურიზმის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ლაშა ჩხაიძე, „ტურიზმის გეოინფორმაციული ცენტრის TravelGIS-ის დამფუძნებელი სერგო ცირამუა, ტურისტული კომპანია „აღმოაჩინე საქართველოს“ ხელმძღვანელი ნინა კეკელიძე, თამარ ექვთიმიშვილი (Discover Georgia), ა/ო „ტურიზმი და რეალობა“- დირექტორი ეკა დევიძე, ოპერატორი ლუკა ქირია.
სტუმრებს უმანსპინძლა მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ბატონმა ზაალ მამალაძემ და „ტურიზმი და რეალობა“-ს კოორდინატორმა ანა შარაშენიძემ.

აღმოაჩინე საქართველო შენს სოფელში


შეხვედრა გახსნა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „ამაღლება“-მ. სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ექსპედიციის მონაწილეები ესტუმრნენ დაბა ჩოხატაურის მხარეთმცოდნეობის მუზეუმსა და თანამედროვე სახვითი ხელოვნების გალერეას, მოინახულეს ნაკლებად ცნობილი ტურისტული ობიექტები: ერისთავების სასახლე და დენდრო პარკი, ბუკნარის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესია, ბუკნარში გოგირდის მარილიანი წყალი, საოჯახო სასტუმრო - ,,ბიძია თომას ქოხი“, ირემაძეების გლეხური მეურნეობა და ა.შ. პროექტის მონაწილეები შეხვდნენ ადგილობრივი თემის წარმომადგენლებს, რომლებსაც ტურისტული სერვისების მიწოდება შეუძლიათ (შარაშიძეების მარანი-სოფელ ბუკისციხეში), ზემოაღნიშნულ ინფორმაციას დაემატება ბევრი საინტერესო ობიექტი, რომელიც მოიპოვა და შეისწავლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტმა და არასამთავრობო ორგანიზაციამ "ტურიზმი და რეალობა". პროექტის ორგანიზატორები გულწრფელ მადლობას უხდიან საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტს, ადგილობრივ მოსახლეობას და არასამთავრობო ორგანიზაცია "ტურიზმი და რეალობა"-ს პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის, სტუმართმოყვარე და თბილი დახვედრისათვის. გურიის პოპილარიზაციისთვის მოპოვებული ინფორმაცია დამუშავდება ექსპერტების მიერ და აიტვირთება მსოფლიო ვებ პორტალზე www.travelgis.ge და მობაილ აპლიკაციაში Travel GIS ქართულ, რუსულ და ინგლისურ ენებზე.

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG