ჩოხატაურს ისრაელის ელჩი სტუმრობდა

 ჩოხატაურს ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, იუვალ ფუქსი სტუმრობდა, რომელმაც არასამთავრობო ორგანიზაცია ,,შალომ კლუბ გურია“-ს ისრაელის ტექნოლოგიით აგებული სათბური გადასცა.
 ელჩი ასევე დაესწრო ისრაელის და საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს და გამგეობის ორგანიზებითა და ისრაელის საელჩოსა და არასამთავრობო ორგანიზაცია ,,შალომ კლუბ გურია“- მხარდაჭერით ჩატარდა. ღონისძიების ფარგლებში გაიხსნა საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭიდაობაში ,რომელიც უკვე მესამე წელია ტარდება და ეძღვნება ისრაელელ და ქართველ გმირებს რომლებიც ქვეყნის დამოუკიდებლობასა და ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირნენ. წელს ტურნირს აზერბაიჯანის მოჭიდავეთა გუნდიც დაემატა.
 შემდეგ, ღონისძიებამ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში გადაინაცვლა, სადაც კონკურსში ,,ისრაელი“ გამარჯვებულ მოსწავლეთა და მასწავლებელთა დაჯილდოება მოხდა. ელჩმა და ,,შალომ კლუბ გურია“- ს ხელმძღვანელმა ბატონმა ზაურ ოსეფაიშვილმა ისინი დიპლომებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვეს.

ჩოხატაურს ისრაელის ელჩი სტუმრობდა

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG