გურიის რეგიონში ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა

გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ორგანიზაცია “საერთაშორისო ბიზნესის განვითარების და ინვესტიციათა ხელშეწყობის ცენტრის”, (IBDIPC) პროექტის - “სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის ხელშეწყობა გურიაში ტურიზმის განვითარებისთვის” პრეზენტაცია გაიმართა, რომელიც აღნიშნული ორგანიზაციის თავმჯდომარემ ზვიად ელიზიანმა წარმოადგინა.
აღნიშნული პროექტი ხორციელდება მცირე გრანტების პროგრამის “რეგიონული და ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა საქართველოში” (RLD) ფარგლებში, რომელსაც გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), სამხრეთ კავკასიაში შვეიცარიის თანამშრომლობის ოფისისა (SCO) და ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) დაფინანსებით ახორცილებს.
პროექტის ძირითადი მიზანია, სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის გააქტიურების გზით, გურიის რეგიონში ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა.
პროექტი მოიცავს შემდეგ ძირითად აქტივობებს:
• ტურიზმის განვითარებაზე ორიენტირებული ტრენინგების ორგანიზება - “ტურიზმის მდგრადი განვითრება კერძო და სახელმწიფო სექტორს შორის თანამშრომლობით (PPP)” და “ტურიზმის მდგრადი განვითარების სტრატეგიული დაგეგმვა რეგიონალურ დონეზე”
• სამუშაო შეხვედრები კერძო და სახელმწიფო სექტორის მონაწილოებით
• ტურიზმის სფეროში არსებული სიტუაციის კვლევა - არსებული სიტუაციის, პრობლემებისა და შესაძლებლობების შეფასებისთვის
• გურიის რეგიონში ტურიზმის განვითარებაზე მომუშავე ერთიანი ორგანოს/საბჭოს ინსტიტუციონალური კონცეფციის შექმნა
• გურიის რეგიონისთვის ტურიზმის მარკეტინგული სამოქმედო გეგმის შემუშავება
• გურიაში ტურიზმის განვითარების საკითხებზე ორიენტირებული კონფერენცია და ინფო-ტური.

გურიის რეგიონში ტურიზმის მდგრადი განვითარების ხელშეწყობა

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG