გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგია - სასტარტო ეტაპი დაიწყო

ევროკავშირის საგრანტო პროექტის ფარგლებში „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ - პროგრამაში ჩართული მონაწილეებისთვის სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.
გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტის პიარ სამსახურებმა, ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და პროექტის ბენეფიციარებმა ე.წ. workshop -ზე ის ძირითადი მიმართულებები განიხილეს, რომელიც სასტარტო ეტაპზე უნდა განხორციელდეს.
შეხვედრა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ჩაატარეს.
პროექტი წარმოადგენს საჯარო, გამჭვირვალე და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებულ პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს გურიის ტურიზმის სექტორის მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობას და გურიის ყველა მუნიციპალიტეტს აერთიანებს.
პროექტში ჩართულია არასამთავრობო ორგანიზაციები: სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი. გუნდი საერთო პრინციპებზე დაყრნობით გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიაზე იმუშავებს. მონაწილეობითი პროცესი ე.წ. CHARETTE უზრუნველყოფს ადგილობრივი საჭიროებებისა და მოთხოვნების სრულად გათვალისწინებას, ასევე იმ პროექტებსა და ინიციატივებზე ფოკუსირებას, რომლის საშუალებითაც მოხდება ტერიტორიული განვითარების სამოქმედო გეგმების შემუშავება.
პროექტი „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“ რეგიონულ და ეროვნულ დონეზე მოქალაქეთა მცირემასშტაბიანი აქტივობების მხარდაჭერას და განსაზღვრული ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური პროექტების განვითარების ლობირებას ითვალისწინებს.

გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგია - სასტარტო ეტაპი დაიწყო

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG