15 თებერვალი

15 თებერვალი - ოზურგეთის მუნიციპალიტეტი პროექტის „მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის“, ევროკავშირის მიერ გამოცხადებული კონკურსის გამარჯვებულია და გურიის ოთხივე მუნიციპალიტეტს აერთიანებს. პროექტის ფარგლებში დღეს სასტუმრო „სემის“ საკონფერენციო დარბაზში კონფერენცია ჩატარდა. შეხვედრას გურის მხარის და რეგიონის მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელი პირები, ასევე დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, ტურისტული სააგენტოებისა და მედიის წარმომადგენლები, ექსპერტები და ადგილობრივი მეწარმეები დაესწრნენ.
შეიქმნა პროექტის ლოგო და სლოგანი სახელწოდებით - „რა ყოფილა გურია.“ ეს იყო პირველი ეტაპი, იმ დიდი სამუშაოსი, რაც უკვე დაწყებულია გურიაში ტურიზმის განვითარებისთვის,“.
დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები: შესრულებული სამუშაოები და საჭიროებები, პროექტის მონაწილე მუნიციპალიტეტების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბისა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის წარმომადგენლებმა პრეზენტაციის სახით წარმოადგინეს. შეიქმნა მობილური აპლიკაცია, რომლის პრეზენტაციაც აპლიკანტი ორგანიზაციის - „ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბის“ ხელმძღვანელმა, ლევან მჟავანაძემ წარმოადგინა. აპლიკაციით შესაძლებელია ინფორმაციის მოპოვება გურიის ტურისტული ძეგლებისა და რეგიონში არსებული ტურსტული სერვისების შესახებ.
შეხვედრაზე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს წარმომადგენელმა ოთარ კონჯარიამ გურიაში ტურიზმის განვითარების მხარდასაჭერად სამინისტროს მიერ შემუშავებული კონცეფცია გააჟღერა.
როგორც ტურიზმის ეროვნული დეპარტამენტის წარმომადგენელმა მედეა ჯანიაშვილმა აღნიშნა დეპარტამენტის მხარდაჭერით დაიგეგმა ტრენინგები, შეიქმნა PR პროდუქტები და შემუშავდა გურიის რეგიონის ტურისტული რუკა.
შეხვედრის ბოლოს პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში დაგროვილი მასალები შეჯამდა.

15 თებერვალი

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG