მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა

გურიის რეგიონის მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, გურიის გუბერნატორის ოფიციალური მოწვევითა და საკონსულტაციო კომპანია "ბრენდორ ქონსალთინგის" ორგანიზებით, რეგიონს ეწვია ინგოლშტადტის (გერმანია) უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტიდან 25 ეკონომ-გეოგრაფი მაგისტრატურის სტუდენტი.
7 აგვისტოს „სტუდენტები სადიპლომო ნაშრომის ფარგლებში ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ტურისტული ადგილების პოტენციალის პირველადი კვლევა განახორციელეს. აღნიშნული კვლევის შედეგები ღირებული იქნება რეგიონის მდგრადი ტურიზმის განვითარების სტრატეგიის ჩამოყალიბებისთვის“.
როგორც შეხვედრაზე ინგოლშტადტის საერთაშორისო უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის დეკანმა ჰარალდ ფეჰლანერმა აღნიშნა, მათი გურიაში ვიზიტის მიზანი არის იმ ტურისტული პოტენციალის დეტალურად შესწავლა, რომელიც ამ რეგიონს ტურიზმის მიმართულებით გააჩნია. უნდა დაიდოს სტრატეგიული გეგმა, რომლის მიხედვითაც მოხდება ტურიზმის პოლიტიკის მართვა და რეგიონში ინვესტიციების მოზიდვა.
აღსანიშნავია, რომ პროფ. ჰარალდ ფეჰლანერი გახლავთ ტურიზმის სამეცნიერო ექსპერტების საერთაშორისო ასოციაციის AIEST-ის პრეზიდენტი და მისი თაოსნობით განხორციელებულია ტურიზმის, რეგიონალური განვითარებისა და მართვის უამრავი სამეცნიერო კვლევა წამყვანი კვლევითი ცენტრის - Eurac Research-ის (www.eurac.edu), ინგოლშტადტის უნივერსიტეტის (www.ku.de) და მსოფლიოში ტურიზმის ექსპერტების პირველი სამეცნიერო ასოციაციის (www.aiest.org) ფარგლებში.

მდგრადი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG