ცნობილი პიანისტი ელისო ბოლქვაძე სტუმრად ჩოხატაურში

11 თებერვალს, ჩოხატაურის  მუნიციპალიტეტში  სტუმრად  იმყოფებოდა  ცნობილი ქართველი  პიანისტი, მსოფლიო  დონის  შემსრულებელი  ელისო ბოლქვაძე. ის შეხვდა მუნიციპალიტეტის გამგებელს  თამაზ ჯინჭარაძეს. შეხვედრის  შემდეგ  ელისო ბოლქვაძემ მოინახულა მამის, ცნობილი  ქართველი მწერლისა და იუმორისტის ზაურ ბოლქვაძის  მშობლიური სახლი  სოფელ გუთურში.

ქალბატონ ელისოს დიდი სურვილი აქვს, რომ  სწორედ აქ მოეწყოს ზაურ ბოლქვაძის სახლ-მუზეუმი, სადაც ახალგაზრდობას  საშუალება ექნება შემოქმედებითი საღამოების ჩატარების. ყოველწლიურად , ზაფხულში ქალბატონი ელისო თავად გამართავს კონცერტს მამისეულ სახლში.

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG