კვირეულის დასასრული

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და გამგეობის მხარდაჭერით 25 თებერვალს დასრულდა იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ფეხბურთში. ტრადიციულად სოფელ სამებაში  დეკანოზმა გიორგი ჟღენტმა  იუნკერ მაკარი ბურჭულაძის საფლავზე მცირე პანაშვიდი აღავლინა. საფინალო თამაშში ერთმანეთს შეხვდა დაბისა და სოფელ საჭამიასერის გუნდები, რომელიც დაბის გამარჯვებით დასრულდა. ა.ა.ი.პ.სპორტის განვითარების ცენტრის მიერ გამარჯვებული გუნდები დაჯილდოვდა  სპეციალური თასებით, ხოლო საუკეთესო ფეხბურთელი, საუკეთესო მცველი და საუკეთესო მეკარე - ფასიანი საჩუქრებით.

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG