ENPARD-საქართველო
2014 წლის 7 მარტს, სოფლის მეურნეობისა და სოფლის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამა (ENPARD- საქართველო)-ს წარმომადგენლები შეხვდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, გამგეობის სამსახურების,რესურსცენტრისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელებს იმ პროექტთან დაკავშირებით,რომელსაც ქეა საერთაშორისო კავკასიაში,რეგიონალური განვითარების ასოციაციასთან (RDA) და თბილისის სახელმწიფო უნუვერსიტეტის საერთაშორისო ეკონომიკის სკოლასთან (ISET) ერთად ახორციელებს დასავლეთ საქართველოს 7 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ჩოხატაურში.
პროექტის ფარგლებში მოხდება:
1.კოოპერატივების შესახებ სოფლის მოსახლეობის ინფორმირება.
2.სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შექმნა და მხარდაჭერა,რომ განავითარონ ინოვაციური და მდგრადი ბიზნეს იდეები.
3.საუკეთესო კოოპერატივისთვის მათ ბიზნეს გეგმაზე მისადაგებული უპროცენტო სესხის გაცემა, რომლის საშუალო სიდიდე იქნება 25000 ევრო.
4.კოოპერატივებში გენდერული ბალანსისთვის და უსაფრთხოებისთვის ხელის შეწყობა.
5.სემინარების,კონსულტაციებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარება,რათა ,კოოპერატივის წევრებმა დანერგონ თანამედროვე ტექნოლოგიები და შეისწავლონ ბიზნესის დაგეგმარება,მარკეტინგი და მართვა.
6.საქართველოს ფერმერთა ასოციაციაში (GFA)კოოპერატივების გაერთიანებისთვის ხელის შეწყობა.
7. საქართველოს მთავრობასთან მჭიდრო თანამშრომლობა,რათა შეიქმნას ფერმერებისთვის ხელსაყრელი საკანონმდებლო ბაზა.
8.წარმოებული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გასაღებისთვის ახალი ბაზრების მოძიება.
9. ადგილობრივი და საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვა.
10. ონლაინ გაყიდვების დანერგვა.
პროექტის მიზანია კოოპერატივების მეშვეობით სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდა, რომელიც განაპირობებს სოფლის მოსახლეობის შემოსავლების მატებას და, შესაბამისად, გამოიწვევს სიღარიბის შემცირებას საქართველოს სოფლებში.