,,ქალი დედაა გაზაფხულისა“
2014 წლის 11 მარტს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკის დარბაზში მოეწყო საგაზაფხულო ღონისძიება "ქალი დედაა გაზაფხულისა". საბიბლიოთეკო გაერთიანების თანამშრომლებმა თბილი შეხვედრა მოუწყვეს სხვადასხვა პროფესიის ხანდაზმულ მანდილოსნებს. საღამო ლამაზი თაიგულებითა და საინტერესო მოგონებებით აღსავსე იყო.