2014 წლის 9 აპრილი
10.30 სთ-ზე - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის 9 აპრილის სახელობის სკვერში დეკანოზი თომა სიხარულიძე ჩაატარებს 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელ მცირე პანაშვიდს.
11.00 სთ-ზე - ყვავილებით შეიმკობა სოფელ ახალშენში 9 აპრილს დაღუპული გმირის, ნატო გიორგაძის საფლავი.
12.00 სთ-ზე - დაიწყება ნატო გიორგაძის ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი - ბალახის ჰოკეიში. ერთმანეთს შეხვდებიან ჩოხატაურის, ქუთაისის, ლანჩხუთისა და აბაშის გოგონათა გუნდები.
(გამგეობის გვერდით მდებარე ხელოვნურსაფარიან მოედანზე)
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა.