ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავი
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა გილოცავთ ფაშიზმზე გამარჯვების 69-ე წლისთავს და
2014 წლის 9 მაისს გიწვევთ:
13 : 00 სთ. შეხვედრა სამამულო ომის მონაწილეებთან და 9 მაისის სახელობის მემორიალის ყვავილებით შემკობა.(კინოთეატრ ,,გურიას"ეზო)
13:20 სთ. 9 მაისისადმი მიძღვნილი ღონისძიება მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში.
ღონისძიების დასასრულს ყვავილებით შეიმკობა გმირების საფლავები: სოფელ ინტაბუეთში - პლატონ წიქარიძისა და ვასილ შარაშენიძის , სოფელ გორაბერეჟოულში - ჭიჭიკო ბენდელიანის ბიუსტი.