დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეული დაიწყო!
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულო და გამგეობა გიწვევთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღნილ ღონისძიებების კვირეულზე
პროგრამა:
19 მაისი - ორშაბათი
12 : 00 სთ. - სპორტული აღლუმი მოსწავლეთა მონაწილეობით.მსვლელობა ფეხით,ველოსიპედით.(საკათედრო ტაძრის მიმდებარე ტერიტორიიდან - გამგეობის გვერდით მდებარე ხელოვნურსაფარიან მინიმოედნამდე).ცენტრალურ მოედანზე პარალელურ რეჟიმში გაიმართება ჭიდაობის წრის,,,კიოკუშინკაი" კარატის წრის მოსწავლეების საჩვენებელი საბრძოლო ილეთების ჩვენება;
#1 საჯარო სკოლის მოსწავლეების მიერ დაიდგმება ,,სპორტული ცეკვა".
ა.ა.ი.პ.სამხატვრო სკოლის მოსწავლეები ასფალტზე შეასრულებენ ნახატებს ფერადი ცარცით საქართველოს თემაზე.
13 : 00 სთ. - შეჯიბრი მინიფეხბურთში საჯარო სკოლებს შორის(გამგეობის გვერდით მდებარე ხელოვნურსაფარიან მინიმოედანზე).
16 : 00 სთ. - მუზეუმის დღესთან დაკავშირებული საჯარო ლექცია მხარეთმცოდნეობის მუზეუმში თემაზე: ,,მეაბრეშუმეობა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში".
20 მაისი - სამშაბათი
14 : 00 სთ. - ა.ა.ი.პ. სამუზეუმო გაერთიანება შეაჯამებს მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გამოცხადებულ კონკურს,მოსწავლეთა შემოქმედებით კონფერენციას - ,,სხივი წარსულისა".
17 : 00 სთ. - ლელოს კალენდარული შეჯიბრი ბ.პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე.
21 მაისი - ოთხშაბათი
15 : 00 სთ. - ა.ა.ი.პ.მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში მუსიკალურ-ლიტერატურული ღონისძიება - ,,მე ქართველი ვარ".
17 : 00 სთ. - ლელოს კალენდარული შეჯიბრი ბ.პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე.
22 მაისი - ხუთშაბათი
11 : 00 სთ. - საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის ბატონ ნოე ჟორდანიას ხსოვნისადმი მიძღვნილი წიგნის პრეზენტაცია - ,,მიწა"(მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში).
15 : 00 სთ. -სოფელ შუაამაღლების ბიბლიოთეკისა და საჯარო სკოლის ინტეგრირებული ღონისძიება საქართველოზე.
23 მაისი - პარასკევი
16 : 00 სთ. - საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღია კონცერტი ა.ა.ი.პ.სამუსიკო სკოლის დარბაზში(მოსწავლეთა და პედაგოგთა მონაწილეობით).
24 მაისი - შაბათი
13 : 00 სთ. - ღონისძიება #1 საჯარო სკოლაში - ,,გმირთა დღე".
15 : 00 სთ. - მინიფეხბურთის ნახევარფინალი(გამგეობის გვერდით მდებარე ხელოვნურსაფარიან მინიმოედანზე).
25 მაისი - კვირა
15 : 30 სთ. - ა.ა.ი.პ.კულტურის ცენტრთან არსებული ბავშვთა ვოკალური ანსამბლი ,,gurian nice kids"- ის და ეთნო ჯაზ-ბენდ ,,გურული ბიჭების" სოლო კონცერტი კინოთეატრ ,,გურიაში". ხელმძღვანელი : გოჩა გათაშვილი.
26 მაისი - ორშაბათი
ბ.პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე:
11 : 15 სთ. - გარდაცვლილ სახელოვან ჩოხატაურელ სპორტსმენთა სახელობის მემორიალის გახსნა.
11 : 30 სთ. - ,,მინიფეხბურთის" საფინალო შეხვედრა და დაჯილდოება.
12 : 00 სთ. -ლელოს ჩემპიონატის საფინალო შეხვედრა.
13 : 00 სთ. - ბაგირის გადაწევა.
13 : 20 სთ. - დოღი (ა.ა.ი.პ.სპორტის ცენტრისა და სასპორტო სკოლის ორგანიზებით)
14 : 00 სთ. - კვირეულის საფინალო კონცერტი ა.ა.ი.პ.კულტურის ცენტრთან არსებული ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს - 26 მაისს!