შემოქმედებითი საღამო დაბა ურეკში
5 ივნისს ჩოხატაურის სამუსიკო სკოლა მიწვეული იყო გურიის რეგიონალურ ღონისძიებაზე,სამუსიკო სკოლების შემოქმედებით საღამოზე - დაბა ურეკის კულტურის სახლში. კონცერტს ესწრებოდნენ კულტურის სამინისტროს წარმომადგენლები. გურიის გუბერნატორმა სამუსიკო სკოლას და გამგეობის კულტურის სამსახურის უფროსს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა.