განცხადება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომის მოწვევის შესახებ
2014 წლის 14 ივლისს, დილის 10 საათზე, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის 2014 წლის 3 ივლისის N264/2014 განკარგულების საფუძველზე, მოწვეულია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველი სხდომა შემდეგი
დღის წესრიგით:
1. საკრებულოს პირველი სხდომის გახსნა;
2. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მოხსენება;
3. სამანდატო დროებითი კომისიის არჩევა;
4. საკრებულოს წევრთა უფლებამოსილების ცნობა;
5. ხმის დამთვლელი დროებითი კომისიის არჩევა;
6. საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა;
7. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის არჩევა;
8. საკრებულოს ფრაქციების დაფუძნების შესახებ.
9. საკრებულოს მუდმივმოქმედი კომისიის თავმჯდომარეების არჩევა.
10. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის N1 დადგენილებაში - „ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ ცვლილებების შეტანის თაობაზე, - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
11. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების თაობაზე - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
12. გამგეობის სტრუქტურული ერთეულების დებულებებში ცვლილებების შეტანის თაობაზე - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
13. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის №22დადგენილების-„ჩოხატაურისმუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“ ძალადაკარგულად ცნობის თაობაზე.
საკრებულოს აპარატი