ცნობა ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ

  • ჩოხატაურის მუნიპალიტეტის საკრებულოს - “ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის დებულების დამტკიცების შესახებ” - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის საშტატო ნუსხის დამტკიცების შესახებ- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, საინვესტიციო გარემოს განვითარების, ზედამხედველობისა და მუნიციპალური ქონების მართვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ -ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე.
  • "ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის იურიდიული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ" - ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2013 წლის 21 თებერვლის N13 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე -ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილების გამოსაცემად ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ.
  • ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიული ორგანოს დებულების დამტკიცების შესახებ“- ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2012 წლის 30 აპრილის N 22 დადგენილების ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე.

 

დადგენილება გამოიცემა 2014 წლის 24 ივლისს.


დაინტერესებულ ფიზიკური და იურიდიული პირებს საკუთარი მოსაზრებები შეუძლიათ წარმოადგინონ საკრებულოს აპარატში III სართულზე. (მისამართი: დ. ჩოხატაური, წერეთლის ქ. #2) 2014 წლის 22 ივლისამდე.

აღნიშნული დადგენილების ადმინისტრაციული წარმოების დაწყების თაობაზე განკარგულების გასაჩივრება მოქალაქეს შეუძლია ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ან სასამართლოში 1 თვის ვადაში.

საკრებულოს თავმჯდომარე
ზაალ მამალაძე

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG