ფერიცვალების დღესასწაული კურორტ ბახმაროში

2014 წლის 19 აგვისტოს ჩატარდა სადღესასწაულო წირვა ფერისცვალების სახელობის ეკლესიაში. წირვა აღავლინა შემოქმედელმა მიტროპოლიტმა მეუფე იოსებმა.

კულტურული ღონისძიებები: მონაწილეობა მიიღეს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლებმა - „გურია", „ამაღლება", „ნართი" და აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „ხარირა"-მ.
კომპანია „მარგებელი ჰოლდინგის" მიერ მოეწყო მწნილისა და მურაბის ფესტივალი.
აქცია „მადლობა თქვენ", პროექტში მონაწილეობა მიიღეს მომღერალმა გიორგი შალვაშვილმა და ბაი დელ როუსმა (იტალია), მოეწყო რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა.
ღონისძიებას ესწრებოდნენ: საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრები, სხვადასხვა უწყების წარმომადგენლები, გურიის მხარის გუბერნატორი, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ლანჩხუთის გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები.
სპორტული ღონისძიება ქართულ ჭიდაობაში „ბახმაროს ფალავანი - 2014" -ში მონაწილეობა მიიღო 37 ფალავანმა: ჩოხატაურის, თბილისის, ქუთაისის, ქობულეთის, სამტრედიის, ამბროლაურის, ოზურგეთის, ლანჩხუთის.
ტრადიციული დოღი გაიმართა ბახვისწყლის მარცხენა სანაპიროზე. დოღში ასპარეზობდა 40 ცხენოსანი: ჩოხატაურის ოზურგეთის, ლანხუთის, ბათუმის, ფოთის, შუახევის, ხულოს, აბაშის, სამტრედის და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებიდან. ასპარეზობები ჩატარდა 1, 2 და 4 კლ დისტანციებზე.

 


1 კილომეტრიან დოღში (ადგილობრივი ჯიშის ცხენები) პირველი ადგილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ნაბეღლავის სატყეო უბნის ცხენოსანმა ჯაბა ბერიძემ დაიკავა.
Mმეორე ადგილი სამტრედიელ კობა კიკაჩეიშვილს ხვდა წილად. ხოლო მესამე Aადგილი ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფ. ერკეთის მკვიდრმა რამაზ აბესაძემ დაისაკუთრა.
1 კილომეტრიან დოღში (ნახევრად წმინდა სისხლის ჯიშის ცხენები) პირველი ადგილი სამტრედიელმა ვარდენ კიკაჩეიშვილმა დაიკავა. მეორე ადგილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მცხოვრებმა, შ.პ.ს ,,მარულა"- ს სახელით მოასპარეზე ოთარ ჭელიძემ. მესამე ადგილი ფოთელ თეონა ტყებუჩავას ერგო წილად.
2 კილომეტრიან დოღში (ადგილობრივი ჯიშის ცხენები) პირველი ადგილი აბაშის მუნიციპალიტეტის სოფ. გულეკარის მცხოვრებმა, გულეკარის ეკლესიის სახელით მოასპარეზე ზურაბ თევზაძემ დაიკავა. მეორე ადგილზე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სასტუმრო ,,ბახმაროს" სახელით მოჯირითე ბეჟან უგრეხელიძე , ცხენი ,,ლურჯა" გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ფოთის წარმომადგენელმა კვლავ თეონა ტყებუჩავამ, ცხენი ,,ზორო" დაისაკუთრა.
2 კილომეტრიან დოღში (ნახევრად წმინდა სისხლის ჯიშის ცხენები პირველი ადგილი დაიკავა სამტრედიელმა ვარდენ კიკაჩეიშვილმა. მეორე ადგილი სასტუმრო ბახმაროს სახელით როინ გაჩეჩილაძემ დაიკავა, მესამე ადგილი რაჭის წარმომადგენელმა გუჯა თოდრიამ დაისაკუთრა.

4 კილომეტრიან მარულაში პირველობა არ დათმო კურორტ ბახმაროს სახელით მოასპარეზე ყველაზე ახალგაზრდა ცხენოსანმა ლაშა ტუნაძემ. მეორე ადგილი დაიკავა ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ. ღორჯომის მცხოვრებმა ასევე ახალგაზრდა ცხენოსანმა მურად გორგაძემ. მესამე ადგილი კვლავ ხულოს მუნიციპალიტეტის სოფ ღორჯომის მკვიდრს ჯემალ ბერიძეს ერგო წილად.
სააქციო საზოგადოებამ ,,წყალი მარგებელი" 1000 ლარიანი ბარათი გადასცა ოთხ კილომეტრიან მარულაში პირველ ადგილზე გასულ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კურორტ ბახმაროს სახელით მოასპარეზე ლაშა ტუნაძეს, ,,წყალი მარგებლის" 500 ლარიანი ბარათით დაჯილდოვდა ფოთელი ცხენოსანი თეონა ტყებუჩავა, გამარჯვებულთა დასაჯილდოებლად პირადი სახსრებით ფასიანი საჩუქრები შეიძინეს აგრეთვე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის და საკრებულოს ხელმძღვანელმა პირებმა. გამგეობის სამსახურებმა, საქართველოს პარლამენტის ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურომ. არაკომერციულმა იურდიულმა პირებმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია კონსევატორებმა, ფულადი ჯილდო ერთ-ერთ გამაჯვებულ ცხენოსანს გადასცა აგრეთვე ქ. ოზურგეთის მერმა ბეგლარ სიორიძემ, ქართულ ჭიდაობაში ბახმაროს 2014 წლის ფალავანი კურორტ ბახმაროს ადმინისტრაციის მიერ ცხვარით დაჯილდოვდა, მასევე წილად ერგო ,,წყალი მარგებლის" შვილობილი მარნეულის სასურსათო საწარმოს მიერ დაწესებულ 500 ლარიანი ბარათი. დოღში და ჭიდაობაში გამარჯვებული სპორტსმენები ყავის კომპანია „პელემ" დააჯილდოვა სამახსოვრო საჩუქრებით.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის სამსახურის ტურიზმის და კურორტების სფეროს სპეციალისტმა ანა შარაშენიძემ ერთობლივი პროექტის ფარგლებში „ტურიზმი და რეალობა" მოაწყო კულტურულ-შემეცნებითი ტური(ბახმარო 2014 , 19 აგვისტო ფერისცვალების დღესასწაული), რომელშიც მონაწილეობა მიიღეს აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტის ტურიზმის ფაკულტეტის პროფესორ მასწავლებლებმა.

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG