პრეზიდენტი ფერისცვალების დღესასწაულზე
წლევანდელი ფერისცვალების დღესასწაული განსაკუთრებული იყო გურიისათვის, კურორტ ბახმაროს სტუმრობდა საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც გახსნა ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტები - სასტუმრო, კინოთეატრი, ამბულატორია. გახსნის ცერემონიალის შემდეგ კი ტრადიციულ დოღს დაესწრო. შეჯიბრში საქართველოს სხვადასხვა ქალაქებისა და მუნიციპალიტეტების ცხენოსნები იღებდნენ მონაწილეობას. ფერისცვალების დღეს აგრეთვე გაიმართა ხალხური რეწვის ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა, სპორტული ღონისძიებები თავისუფალ ჭიდაობაში, მკლავჭიდში, ქართულ საბრძოლო ხელოვნებაში -“ხრიდოლი“, ძველი ქართული თამაშები, რომელშიც დამსვენებლებიც იყვნენ ჩართულნი. დღის ბოლოს ჩატარდა დასკვნითი კონცერტი, რომელშიც მონაწილეობდნენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის კულტურის ცენტრთან არსებული ანსამბლები, აგრეთვე ანსამბლი „ზუმბა“.