ჯანმრთელობა და უსაფრთხოება სტუმართმასპინძლობის სფეროში
სსიპ საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრიორიტეტული მიმართულებების, შიდა ტურიზმის ხელშეწყობის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, განსაზღვრულია ტურიზმის ინდუსტრიაში ჩართული კერძო სექტორის წარმომადგენლებისათვის ტრენინგების უზრუნველყოფა.
ტრენინგის თემატიკები :
შრომის უსაფრთხოების სწავლების თემატიკა:
1. დამსაქმებლის და დასაქმებულის ვალდებულებები და მოვალეობები (შრომითი ხელშეკრულება, შინაგანაწესი, ადაპტაცია ორგანიზაციაში, დასაქმებულის სამუშაო აღწერილობა, პირადი დაცვის საშუალებები, შიდა პროცედურები განყოფილებების მიხედვით და ა. შ.)
2. რისკების შეფასება და პრევენციული ღონისძიებების შემუშავება, კონტროლი და აღრიცხვის წარმოება
3. საგანგებო და კრიზისული სიტუაციების მართვა და მოქმედების სცენარები
4. კომპანიაში პერსონალის სავალდებულო სწავლებების პოლიტიკა
5. შრომის უსაფრთხოება - სახანძრო უსაფრთხოება
6. კომპანიაში გამოყენებული ქიმიური საშუალებების მოხმარების წესი (დასუფთავება, ტექნიკური)
7. დასაქმებულის დაზიანება, შეტყობინება და შეტყობინების ვალდებულება და ფორმა ჯანდაცვის სამინისტროსთან.
8. სტუმრის უსაფრთხოება-კონფიდენციალობა, სტუმრის საცხოვრებელი ოთახის დაცულობა
სურსათის უვნებლობა სწავლების თემატიკა:
1. GMP (კარგი საწარმოო პრაქტიკა) და GHP (კარგი ჰიგიენის პრაქტიკა) ;
2. წერილობითი პროცედურების (სტანდარტული ოპერირების პროცედურები) და სამუშაო ფორმების შემუშავება;
3. პერსონალის სავალდებულო სწავლებების პოლიტიკა
4. სურსათის უვნებლობის პრინციპები, ჰიგიენა
5. HACCP სისტემის მიმოხილვა, მოსამზადებელი და დანერგვის ეტაპები
6. ალერგიის გამომწვევი ან მომეტებული მგრძნობელობის მქონე ნივთიერებები ან პროდუქტები;
7. მომხმარებლის ინფორმირებულობა და პრეტენზიების მართვა.
ტრენინგი განკუთვნილია, როგორც განთავსების ობიექტებისთვის ასევე კვების ობიექტების წარმომადგენელთათვის, დასწრება ასევე შეუძლიათ ტურიზმის სექტორში დასაქმების მსურველ პირებს. ხანგრძლივობა: 2 დღე (დღეში 3 საათი)
ტრენინგი გაიმართება ჩოხატაურში:
5 ნოემბერს 15:00სთ-დან 18:00 სთ-მდე
6 ნოემბერს 11:30-დან 14:30 სტ-მდე - (მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზი)
კურსის გავლის შემდგომ, ყველა მონაწილეს, გადაეცემა სერტიფიკატი სსიპ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან.
მსურველებმა დაგვიკავშრდით ტელ: 577417810