მემორიალური ტურნირი ფეხბურთში

   2014 წლის 22-24-25-26 სექტემბერს გაიმართება აფხაზეთის კონფლიკტში გმირულად დაღუპული ჩოხატაურელი მებრძოლების: მამუკა კალანდაძის, გია სიხარულიძის, ზაზა ცინცაძის, ლექსო ბერაძის,          გურამ უჯმაჯურიძის, გელა ბელაუსოვის, გოჩა უნგიაძის, ალბერტ შინოვის, ნუგზარ კიკვაძის,                               ზურაბ კიკვაძის, გოჩა ონიანის, გია ტრაპაიძის, სახელობის ტურნირი ფეხბურთში.                

                     ტურნირში მონაწილეობას ღებულობენ ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის                                                                  გამგეობის და საკრებულოს ნაკრები და სოფლების გუნდები.                                              
   ტურნირი ჩატარდება ჩოხატაურის ბორის პაიჭაძის სახელობის ცენტრალურ სტადიონზე, გაიხსნება                    22 სექტემბერს 15 საათზე, ხოლო მომდევნო დღეებში ტურნირი 16 საათიდან გაგრძელდება.

           
      მობრძანდით, ერთად მივაგოთ პატივი სამშობლოსთვის თავგანწირულ გმირთა ხსოვნას!

 

                                                        ღონისძიების ორგანიზატორი
                            ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სპორტის განვითარების ცენტრი
                                                                  მხარდამჭერები
                                ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობა და საკრებულო

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG