ანა კალანდაძის იუბილე

   2014 წ. 15 დეკემბერს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში, „ანა კალანდაძის სახელობის სკვერში“ ჩატარდა პოეტის დაბადებიდან 90 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება. ადგილობრივი თვითმმართველობის ხელისუფლების წარმომადგენლებმა საზოგადოების სხვადასხვა სფეროების მუშაკებთან ერთად, ყვავილებით შეამკეს ანა კალანდაძის ბიუსტი. საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ანა კალანდაძის პოეზიიდან წაიკითხეს ლექსები. ამის შემდეგ, ღონისძიების მონაწილეებმა სამხატვრო სკოლაში გადაინაცვლეს, სადაც მოეწყო პოეტისადმი მიძღვნილი თემატური გამოფენა.

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG