ტყვეთა ბანაკებში ჩაწერილი ქართული სიმღერების პრეზენტაცია

  თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო კონსერვატორიის მცირე დარბაზში გაიმართა წიგნის „ექო-წარსულიდან“ და პირველ მსოფლიო ომის ტყვეთა ბანაკებში (1916-1918 წელი)  ჩაწერილი ქართველი ტყვეების სიმღერების პრეზენტაცია. 19 ქართველ მომღერალ ტყვეთა შორის ერთ-ერთი ჩოხატაურელი ბიქტორ მეგრელიშვილი იყო. პრეზენტაციას ესწრებოდნენ: ტყვე ქართველების შთამომავლები, გერმანიის ელჩი, ბერლინის საარქივო ფონდის დირექტორი, ცნობილი ფოლკლორისტი პროფ. სიუზან ციგლერი, კონსერვატორიის პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები. საპრეზენტაციო ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს ფოლკლორულმა ანსამბლებმა. ჩოხატაურის გამგეობა და კულტურის განყოფილება მადლიერებას გამოხატავს კონსერვატორიის ფოლკლორის კვლევის საერთაშორისო ცენტრის ხელმძღვანელის პროფ.რუსუდან წურწუმიასა და მისი გუნდის მიმართ, გაწეული მუშაობისათვის და ჩოხატაურთან მჭიდრო თანამშრომლობის გამო.

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG