ტაილანდური ორთაბრძოლის წრე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

  ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ მოსწავლე ახალგაზრდობის სახლში, 2013 წლიდან ტაილანდური ორთაბრძოლების წრე ფუნქციონირებს და დღეისათვის 45 მოსწავლეს აერთიანებს.
  20 მარტს ქ.თბილისში, ჩატარდა საბრძოლო ტაიკვანდო საქართველოს კავშირისა და საქართველოს Muay Thai-ის, ღია საერთაშორისო ჩემპიონატი 18 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში. ჩოხატაურის გამგეობა-საკრებულოს მხარდაჭერით , მუნიციპალიტეტის ტაილანდური ორთაბრძოლის წრემ, მიიღო მონაწილეობა აღნიშნულ ჩემპიონატში და საპრიზო I-II-III ადგილი მოიპოვეს. 
  წარმატებულ სპორტსმენებს გამარჯვება ჩოხატაურის გამგებელმა მიულოცა და მათ 2016 წლის, 24 აპრილის, ქ. თბილისში, უკვე ღია საერთაშორისო ჩემპიონატზე საასპარეზოდ გამგზავრებაში სრული მხარაჭერა შეპირდა.

ტაილანდური ორთაბრძოლის წრე ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში

საავტორო უფლებები დაცულია (с) ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი, 2012
Joomla template by TG